ქარტია

სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის ქარტია:

ქვემორე ხელმომწერი ბიზნესკომპანიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, საჯარო უწყებებისა და მედიის წარმომადგენლები, აქტიური მოქალაქეები და ყველა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სოციალური სამართლიანობის საკითხი, ვთანხმდებით შემდეგზე:


  • იმისათვის, რომ ადეკვატურად ვუპასუხოთ სხვადასხვა ჯგუფის პრობლემებსა და საჭიროებებს
  • იმისათვის, რომ შეიქმნას დახმარების გრძელვადიანი პროგრამები
  • იმისათვის, რომ სოციალური პასუხისმგებლობა რეალურ შედეგზე იყოს ორიენტირებული
  • იმისათვის, რომ დავაკავშიროთ ერთმანეთს ბიზნესი, სამოქალაქო სექტორი, მედია და ხელისუფლების ორგანოები
  • იმისათვის, რომ პროცესში ჩაერთოს მეტი ორგანიზაცია და პიროვნება
  • იმისათვის, რომ სოციალური პასუხისმგებლობის პროექტები იყოს გამჭვირვალე და მაგალითის მიმცემი
  • იმისათვის, რომ განვითარდეს სოციალური პასუხისმგებლობის კულტურა და სტანდარტები

საჭიროა და აუცილებელია:


  • კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის თაობაზე მოსახლეობის და დაინტერესებული მხარეების ადეკვატური ინფორმირება და პოპულარიზაცია
  • სოციალური პასუხისმგებლობის სტანდარტების ამაღლებაზე ერთობლივი ზრუნვა
  • საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების დახმარებისა და დაინტერესებული ორგანიზაციების ხელშეწყობისათვის ძალისხმევის გაერთიანება
  • მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ორგანიზაციების ინტერესების დაცვა და მათი საქმიანობის ლობირება

ქარტიაში მოცემული შეთანხმებისა და პრინციპების განსახორციელებლად, ამ დოკუმენტის ხელმომწერი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ქმნიან სოციალური პასუხისმგებლობის კლუბს და იღებენ პასუხისმგებლობას მისი სრულფასოვნად ფუნქციონირებისა და განვითარების ხელშეწყობაზე.

 

 

ბმულები
volunteering
cso
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუსისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებგვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. თბილისი, ალექსიძის 12

ტელეფონი: 0322 470042

მობილური: +995551 125051

ელ.ფოსტა: csrclubgeorgia@gmail.com