ზოგადი ინფორმაცია

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) კლუბი არის არარეგისტრირებული კავშირი, რომლის მისია არის საქართველოში მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების გზით.


კლუბი დაარსდა 2015 წლის 27 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაცია სამოაქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) და კომპანია “ჯეპრა”-ს ინიციატივით. დღესდღეობით კლუბი აერთიანებს 80-მდე წევრს, ბიზნესის, არასამათავრობო სექტორის, საჯარო სტრუქტურებისა და აკადემიის წარმომადგენლებს. 


 

→ კლუბი მიზნად ისახავს:


  • ხელი შეუწყოს  ბიზნესში და ზოგადად, საზოგადოებაში კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობის საერთაშორისო სტანდარტებზე ცნობიერების ამაღლებას და აღნიშნული მიმართულების პოპულარიზაციას / წახალისებას;
  • გავლენა მოახდინოს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ეროვნულ პოლიტიკაზე;
  • ხელი შეუწყოს ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ ერთობლივი მდგრადი სოციალური პროექტების განხორციელებას;
  • მომართოს ბიზნესი, მდგრადი განვითარების მიზნების მხარდასაჭერად.

◊  კორპორაციული სოცილაური პასუხისმგებლობის კლუბის აქტივობები კორპორაციული პასუხისმგებლობის წახალისების მიმართულებით მხარდაჭერილია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და ევროკავშირის მიერ. 




კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის მართვის ძირითადი ორგანო, კლუბის გამგეობაა, რომელიც ცხრა წევრებისგან შედგება:

 

  • მაია ძირკველიშვილი -  ელექტრონული წიგნების სახლის „საბას “ დირექტორი;
  •  თინათინ სტამბოლიშვილი -  „GPI ჰოლდინგის“ მარკეტინგული კომუნიკაციების განყოფილების უფროსი;
  •  ზვიად დევდარიანი - არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ აღმასრულებელი დირექტორი;
  • კახა მაღრაძე - პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას“ უფროსი პარტნიორი;
  • ნინო ჩიჩუა - კომპანია - ,,ევექსის" გენერალური დირექტორის მოადგილე;
  • ანა კვანჭილაშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
  • ნინო სურმავა -  ,,ნატახტარის" საზოგადოებასთან ურთიერთობის  მენეჯერი;
  • რუსუდან კბილაშვილი - ,,ვისოლ ჯგუფის" პიარისა და CSR-ის მენეჯერი;
  •  მალხაზ ძაძუა - მიკროსაფინანსო ორგანიზაცია  ,,კრისტალის" აღმასრულებელი დირექტორი.

ბმულები
volunteering
cso
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუსისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებგვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. თბილისი, ალექსიძის 12

ტელეფონი: 0322 470042

მობილური: +995551 125051

ელ.ფოსტა: csrclubgeorgia@gmail.com