დებულება

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) კლუბის დებულება

 

2016-2020 წწ.

 

 

1.მისია

 

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის (შემდგომში - კლუბი) არის არარეგისტრირებული კავშირი, რომლის მისია არის საქართველოში მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების გზით.

 

მისია:

ა) ხელი შეუწყოს  ბიზნესში და ზოგადად, საზოგადოებაში კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობის საერთაშორისო სტანდარტებზე ცნობიერების ამაღლებას და აღნიშნული მიმართულების პოპულარიზაციას / წახალისებას.

ბ) გავლენა მოახდინოს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ეროვნულ პოლიტიკაზე.

გ) ხელი შეუწყოს ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ ერთობლივი მდგრადი სოციალური პროექტების განხორციელებას.

დ) მომართოს ბიზნესი, მდგრადი განვითარების მიზნების მხარდასაჭერად.

 

 

 

2. მიზნები

 

ზემოაღნიშნული მისიის შესასრულებლად, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის  მიზანია :

ა) კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საერთაშორისო სტანდარტების შესახებ ცნობირების ამაღლება.

ბ) კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაცია.

გ) კორპორაციული მდგრადობის კარგი მაგალითების გამოვლენა და გაზიარება.

დ) კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული მდგრადი პროექტების მხარდაჭერა და ამ მიზნით სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ერთმანეთთან დაკავშირება.

ე) წევრების მხარდაჭერა მათ მიერ განხორციელებული პროექტებისმდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებაში.

ვ) კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით ბიზნესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.

ზ) კლუბის ქსელის გაფართოება.

 

  


 3.    წევრობა

 

კომპანიებს, ასოციაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს,საგანმანათლებლო/აკადამიურ დაწესებულებებს, დასაქმებულთა კავშირებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, შეუძლიათ კლუბში გაწევრიანება.

 

       3.1. კლუბში გაწევრიანების წესი

 

კლუბში გასაწევრიანებლად, ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს:

ა) ვალდებულების წერილი, ხელმოწერილი  გენერალური დირექტორის/ აღმასრულებელი დირექტორის მიერ.

ბ) კლუბის ორი წევრის რეკომენდაცია.

გ) ორგანიზაციის მიერ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების მოკლედ აღწერილობა.

 

      3.2. კლუბის წევრების მოვალეობები

 

კლუბის  წევრებმა მხარი უნდა დაუჭირონ კლუბის საქმიანობას, უნდა დაესწროს საერთო კრებას, აგრეთვე, წლის შემაჯამებელ შეხვედრას, სადაც ორგანიზაციები

სურვილის შემთხვევაში,წარადგენენ წინა წლის მანძილზე განხორციელებულ აქტივობების ანგარიშს.

აღნიშნული მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ორგანიზაციას მიენიჭება პასიური წევრის სტატუსი.

 

       3.3. პასიური წევრი

 

პასიური წევრის სტატუსი ორგანიზაციას უნარჩუნდება ერთი წლის განმავლობაში. თუ პასიური სტატუსის მინიჭებიდან 1 წლის თავზე ორგანიზაციას არ ექნება შესრულებული კლუბის წევრის მოვალეობები (მუუხლი 3.1. და 3.2.), ის გაირიცხება კლუბიდან.

 

 

 

4.    კლუბის კონტრიბუტორი


კლუბის კონტრიბუტორ(ები)ი არის ფიზიკური პირი, რომელიც მხარს უჭერს კლუბის საქმიანობას და ეხმარება მას მიზნების განხორციელებაში.  

 

 

 

5.    კლუბის სამდივნო


კლუბის სამდივნოდ განისაზღვროს  არასამთავრობო ორგანიზაცია, “სამოქალაქო განვითარების სააგენტო” (სიდა) და პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია “ჯეპრა”.

 

სამდივნო კოორდინაციას უწევს კლუბის საქმიანობას, კლუბის სამდივნოს ევალება:

ა) კლუბის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება.

ბ) კლუბში ახალი წევრების მიღება.

გ) კლუბის წევრებისათვის აქტიური / პასიური სტატუსის მინიჭება.

დ) კლუბის წევრების აღრიცხვა/ სიის განახლება.

ე) კლუბის შეხვედრების ორგანიზება.

ვ) კლუბის ვებ გვერდისა ( www.csrclub.ge)და კლუბის ფეისბუქისგვერდის ადმინისტრირება.

ზ) კლუბის გამგეობის სხდომის ორგანიზება  და სხდომის ოქმის მომზადება.

თ) კლუბის ერთობლივი პროექტების განხორცილების ადმინისტრაციული მხარდაჭერა.


 

 

6.    კლუბის გამგეობა

 


კლუბის მართვის ძირითადი ორგანოა, კლუბის გამგეობა (შემდგომში -  გამგეობა).

 

ა) გამგეობის წევრებს კარგად  უნდა ესმოდეთ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობა და არსი.

ბ) გამგეობის წევრები უნდა სარგებლობდნენ ნდობითა და პატივისცემით, კოლეგებსა და მომხმარებლებს შორის.

გ) გამგეობის წევრებმა კეთილსინდისიერად და გულმოდგინედ უნდა შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობები და აქტიური მონაწილეობა მიიღონ გამგეობის საქმიანობაში.

 

 

      6.1. შემადგენლობა

 

ა) გამგეობაში სხვადასხვა დაინტერესებული მხარე იქნება წარმოდგენილი, თუმცა, წევრების უმრავლესობას ბიზნესის წარმომადგენლები შეადგენენ. გამგეობა უნდა შედგებოდეს 9 (ცხრა)ორგანიზაციისგან.გამგეობაში,ბიზნესის წარმომადგენელთა  რაოდენობა უნდა იყოს 9(ცხრა) წევრიდან 5 (ხუთი) მაინც.

ბ) გამგეობის წევრები არ მიიღებენ ფულად ანაზღაურებას.

 

 

      6.2. მანდატის ვადა

 

გამგეობას ერთწლიანი მანდატი აქვს.

 

 

      6.3. არჩევის წესი

 

ა) გამგეობის წევრების არჩევნები ჩატარდება ყოველ წელს;გამგეობის წევრებს აირჩევს კლუბის საერთო კრება.

ბ) კლუბის საქმიანობის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, ყოველ მომდევნო არჩევნებზე, შეიცვლება9(ცხრა)მხოლოდ 4 (ოთხი) წევრი.ერთწლიანი ვადის გასვლის შემდეგ, გამგეობის წევრს შეუძლია, ნებაყოფლობით დატოვოს გამგეობა. თუ არჩევნების მომენტისათვის, გამგეობაში საქმიანობის გაგრძელების მსურველთა რაოდენობა5-ზე (ხუთზე)მეტია, საერთო კრება კენჭს უყრის თითოეულ კანდიდატურას; წევრები, რომლების მიიღებენ ყველაზე ნაკლებ ხმას, დატოვებენ გამგეობას.

გ) საერთო კრების თოთოეულ მონაწილეს ექნება ერთი ხმის უფლება.მონაწილეები გამოხატავენ საკუთარ  ნებას ფარული კენჭისყრით.

 

 

     6.4. ფუნქციები

 

ა) გამგეობის წევრები ირჩევენ თავმჯდომარეს.

ბ) გამგეობა შეიკრიბება წელიწადში ორჯერ მაინც.

გ) ყოველწლიური საერთო კრების ჩასატარებლად, მას,  გამგეობის  5 (ხუთი) წევრიმაინც უნდა ესწრებოდეს.

 

     6.5. მოვალეობები

 

ა) გამგეობის მოვალეობა არის კლუბის საქმიანობასთან დაკავშირებული პრინციპული გადაწყვეტილებების მიღება, მათ შორის:

     1. კლუბის საქმიანობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცება

     2. კლუბის პოპულარიზაციისა და ახალი წევრების მოზიდვის სტრატეგიის შემუშავება

 

ბ) თავმჯდომარის მოვალეობები:

      1. გამგეობის სხდომების თავმჯდომარეობა.

      2. გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების წარმოდგენა კლუბის ღონისძიებებზე/შეხვედრებზე.

 

 

 

7.    კლუბის საერთო კრება


 

ა) ყოველწლიურად გაიმართებაორი ერთი საერთო კრება მაინც.

 

ბ) კლუბის ყველა წევრი მოწვეული იქნება საერთო კრებებზე.

 

გ) საერთო კრება უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება შემდეგ საკითხებზე:


      1. გამგეობის წევრების არჩევა.

      2. კლუბის წესდების დამტკიცება

      3. კლუბის საქმიანობისთვის საჭირო სხვა საკითხები.


დ) გადაწყვეტილების მიღება:


     1. კლუბის ყველა წევრს ექნება ერთი ხმის უფლება.

     2. კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრების სრული შემადგენლობის  50 % მაინც.

     3. საერთო კრება გადაწყვეტილებას მიიღებს ღია და გამჭვირვალე კენჭისყრის შედეგად.

     4. მართვის პრინციპებში ცვლილებების შესატანად საჭიროა, ხმების 75 % .


 


 8.    დებულების მიღება

 

წინამდებარე დებულება მიღებულია 2016 წლის 9 ივლისს და ძალაშია 2020 წლის 31 დეკემბრამდე , თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 


ბმულები
volunteering
cso
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუსისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებგვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. თბილისი, ალექსიძის 12

ტელეფონი: 0322 470042

მობილური: +995551 125051

ელ.ფოსტა: csrclubgeorgia@gmail.com