როგორ გავწევრიანდეთ?
→ კლუბში გაწევრიანება შეუძლიათ კომპანიებს, ასოციაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საგანმანათლებლო /აკადამიურ დაწესებულებებს, დასაქმებულთა კავშირებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს.
კლუბში გაწევრიანების მსურველმა ორგანიზაციამ უნდა მიმართოს კლუბის სამდივნოს ელექტრონულ ფოსტაზე და:
- გამოაგზავნოს აღმასრულებელი დირექტორის მიერ ხელმოწერილი ვალდებულების წერილი და ორგანიზაციის ლოგო;
- დაასახელოს 2 კლუბის წევრი რეკომენდატორი ორგანიზაცია;
- გაეცნოს კლუბის დებულებას, კერძოდ კი კლუბის ფუნქციონირების ძირითად წესებსა და რეგულაციებს;
- შეავსოს, კლუბის წევრთა საინფორმაციო ბაზისთვის, CSR საქმიანობის შესახებ კითხვარი: https://goo.gl/forms/BKVvxhuRxKLXQLT12
კლუბის სამდივნოს ელ-ფოსტა: csrclubgeorgia@gmail.com
ვალდებულების წერილის ნიმუში: https://www.scribd.com/document/361735451/ორგანიზაციის-ვალდებულების-წერილი-CSR-კლუბი