ლიბერთი ბანკი


ორგანიზაცია: ლიბერთი ბანკი
საქმიანობის სფერო: საბანკო/საფინანსო
მფლობელობა / ზომა: კერძო საწარმო / მსხვილი
დაარსების წელი: 1994
საკონტაქტო პირი: სალომე სულაბერიძე - CSR მენეჯერი ( ტელ:599 73 00 05; email: s.sulaberidze@libertybank.ge; CSR@libertybank.ge)
ვებ-გვერდები: https://www.libertybank.ge/

ინფორმაცია ორგანიზაციის კორპორაციული პასუხისმგებლობის შესახებ:

ლიბერთი ბანკის ბიზნეს სოციალური პსუხისმგებლობის მიმართულებებია:  – განათლება, ჯანდაცვა, სპორტი, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირების ხელშეწყობა.

აქტივობები მიმდინარე პერიოდში:

2016 წლიდან ლიბერთი ბანკი თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაცია რეგიონალური განვითარების სასტიპენდიო ფოდთან და ეხმარება იმ სტუდენტებს, რომლებიც სახელმწიფო გრანტის მიღმა დარჩნენ და რეალურად სხვა დაფინანსების წყარო არ გააჩნიათ

2017 წლიდან ლიბერთი ბანკი შეუერთდა Educare Georgia-ს პარტნიორთა რიგებს და ორგანიზაციას დახმარებას უწევს ხანის აკადემიის (Khan Academy) პლატფორმის პოპულარიზაციაში.

2017 წელს ლიბერთი ბანკის ხელშეწყობითა და საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირის ორგანიზებით “გახდი ოლიმპიელი 2017”-ი ჩატარდა.

ლიბერთი ბანკი პირველი ბანკია საქართველოში, რომელიც 2014 წლიდან აქტიურად ირჩევს საკუთარი ბრენდის დესპანებს, სპორტის, მეცნიერების თუ ხელოვნების მიმართულებით და ხელს უწყობს მათ პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას.

2014 წლიდან „ლიბერთი ბანკი“ აქტიურად თანამშრომლობს „სოლიდარობის ფონდთან“, რომელიც დახმარებას უწევს სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა მკურნალობას, ადგილობრივად თუ საზღვარგარეთ.

ადამიანების და შრომითი უფლებები:2016 წლიდან, ლიბერთი ბანკში წინა ხაზის თანამშრომელთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ქოუჩინგის სისტემა დაინერგა 2016 წლიდან ბანკის მასშტაბით ავრცელებს  საინფორმაციო ბუკლეტებს, რომელშიც განმარტებულია: ანაბრის/კრედიტის ნომინალური საპროცენტო განაკვეთი; ანაბრის/კრედიტის ეფექტური საპროცეტო განაკვეთი; ანაბრის/კრედიტის ფინანსური ხარჯი. ასევე სისტემატიურად ტარდება მისტიური კვლევები რათა დავრწმუნდეთ, რომ ლიბერთი ბანკის თანამშრომლები სწორ კომუნიკაციას ახდენენ კლიენტებთან.

გარემოს დაცვა და ენერგოეფექტურობა: ლიბერთი ბანკის სათაო ოფისის ყველა სართულზე სპეციალური ყუთებია განთავსებული, სადაც თანამშრომლებს შეუძლიათ ჩაყარონ გამოუსადეგარი ფურცლები.  მაკულატურის ჩაბარებით მიღებული თანხით, ლიბერთი ბანკი ეხმარება სოცუალურად დაუცველ პირებს, როგორც ფინანსურად, ისე სხვა საჭირო ნივთებით. 100 კგ მაკულატურა არის 2 გადარჩენილი ხე. 2015-დან 2016 წლამდე ორგანიზაციამ უკვე შეაგროვა 8,260 კგ მაკულატურა.

ფაილები

ბმულები
volunteering
cso
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუსისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებგვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. თბილისი, ალექსიძის 12

ტელეფონი: 0322 470042

მობილური: +995341258822

ელ.ფოსტა: csrclubgeorgia@gmail.com