სს კრედო ბანკი

ინფორმაცია ორგანიზაციის კორპორატიული პასუხისმგებლობის შესახებ:
ადამიანების უფლებები: "კრედო" იცავს ჯანდაცვის და შრომითი უსაფრთხოების სტანდარტებს, ორგანიზაციის შიდა პოლიტიკაში გაწერილია დისკრიმინაციის საწინააღმდეგო და თანაბარი ღირებულების შრომის თანაბრად ანაზღაურებისთვის საჭირო მექანიზმები . ორგანიზაციის შიდა მომსახურების ინტერნეტ სივრცეში ხელმისაწვდომია ყველა სიახლე და არსებული პოლიტიკები. თანამრომლებს შეუძლიათ გაეცნონ თავიანთ შრომით უფლებებს.
გამჭვირვალობა: ორგანიზაციის CSR პროექტები ყოველწლიურად შუქდება დაინტერესებული მხარეებისთვის, მზადდება ანგარიში რომელზე წვდომა აქვთ თანამშრომლებს, აქციონერებს, ინვესტორებს და მომხმარებლებს კომპანიის ვებ-გვერდისა და ინტერნეტ მედიის საშუალებით.
გარემოს დაცვა: კომპანიის ოპერაციები ითვალისწინებს გარემოს დაცვის საკითხებს, გათვალისწინებულია ზეგავლენის შეფასების პროცესი გარემოზე.უარყოფითი ზემოქმედების შემცირება და პერიოდული მონიტორინგი საჭიროების შემთხვევაშიც.