IPM

IPM არის კვლევითი კომპანია. კომპანიის საქართველოს ოფისში მუშაობს 122 დასაქმებული სრული შტატით. მათ შორის 12 კვლევების მენეჯერი, 6 მონიტორინგის, სერვისის წარმოებისა და კლიენტის სერვისის მენეჯერი, რეკრუტირების, საველე, მონაცემთა და სტანდარტიზირებული პროექტების მენეჯერები, 260 ინტერვიუერი საქართველოს 10 რეგიონულ ოფისში, აგრეთვე გარე რეკლამისა და სავაჭრო წერტილების კვლევების აგენტები. აიფიემი დღეს ფლობს სპეციალურად მოწყობილ ოთახს ჯგუფური დისკუსიებისათვის, რაოდენობრივი კვლევის, თვისობრივი კვლევის, საკაბინეტო და B2B კვლევების, სავაჭრო წერტილების კვლევების, მედიის მონიტორინგისა და სარეიტინგო პროექტების, სტანდარტიზირებული კვლევების, მონაცემთა ანალიზის და ხარისხისკონტროლის დეპარტამენტებს.
კომპანია ახორციელებს საკოორდინაციო სამუშაოებს სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდოვაში, ბელორუსიაში და სხვა ქვეყნებში.