ვისოლი

"“ვისოლ ჯგუფის“ წარმატებული ბიზნეს საქმიანობით ჩვენ გვინდა წვლილი შევიტანოთ საზოგადოებრივი კეთილდღეობის და ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნის მშენებლობაში. ძლიერი ეკონომიკა კი დასაქმებულ ადამიანებს, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და განვითარებულ ინფრასტრუქტურას, მაღალინტელექტუალური კადრების არსებობასა და ქვეყნის მდგრად განვითარებას ნიშნავს. ჩვენი ბიზნეს საქმიანობის ძირითადი ღირებულება ხარისხია, შესაბაისად, ხარისხიანი პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებით, მომხმარებელს ღირებულ ურთიერთობებს ვთავაზობთ და ბიზნესის მართვისა და მომსახურების ახალი სტანდარტების დანრგვით, წვლილი შეგვაქვს საზოგადოებისა და იმ სფეროების განვითარებაში, რა მიმართულებითაც ვისოლ ჯგუფი მუშაობს. "- "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი


ორგანიზაცია: ვისოლი
საქმიანობის სფერო: ენერგეტიკა, კვების სექტორი, უძრავი ქონებისა და სარეკლამო სექტორი
მფლობელობა / ზომა: კერძო საწარმო / მსხვილი
დაარსების წელი: 1999
საკონტაქტო პირი: რუსუდან კბილაშვილი - კორპორაციული პასუხისმგებლობის მენეჯერი (ტელ :599320412;; ელ ფოსტა pr@wissol.ge )
ვებ-გვერდები: wissol.ge; smart.ge; dd.ge; wendys.ge

  ვისოლის მიერ ბოლო წლებში განხორციელებული CSR აქტივობები მოიცავს მრავალპროფილიან, გრძელ ვადაზე გათვლილ პროექტებს, მათ შორისაა: "წიგნი ყველა სოფელს", რომლის ფარგლებშიც 150-მდე რეგიონალური ბიბლიოთეკა მომარაგდა წიგნებით, "მეტი ქართული პროდუქტი", რომლის საფუძველზეც "ვენდისსა" და "დანკინ დონატშში" იმპორტის დიდი წილი ჩანაცვლდა ადგილობრივი პროდუქტებით და ადგილობრივ წარმოებას შეეწყო ხელი, "ვისოლმა" ელექტრომობილების დამტენი სადგურების ქსელის განვითარება დაიწყო; "სტუდენტური დასაქმების პროექტი" ყოველწლიურად ასობით სტუდენტს აძლევს "ვისოლ ჯგუფში კარიერის განვითარების საშუალებას და სტაჟირების შესაძლებლობაა ჯგუფში მუდმივად. ვისოლ ჯგუფი ასევე ფლობს ქართული ხარისხის ნიშანს. 

ადამიანის უფლებებივისოლ ჯგუფი და მისი შვილობილი კომპანიები შესაბამისობაში არიან გაეროს გლობალური შეთანხმების 10 პრინციპთან, გაწერილია ჯანდაცვა და დადგენილია შრომის უსაფრთხოების სტანდარტები. ცნობიერების ამაღლების მიზნით თანამშრომლებს პერიოდულად უტარდებათ ტრენინგები, სადაც მათ აწვდიან ინფორმაციას შრომითი და ადამიანური უფლებების შესახებ.

გარემოს დაცვა: ეკოლოგიურ საკითხებთან მიმართებაში ხდება მათი ქმედებების ანალიზი გარემოზე ზეგავლენის შესაფასებლად და უარყოფითი ზემოქმედების შესამცირებლად,  ამასთანავე კომპანიის აქტივობებში შედის ნარგავების გაშენება, ენერგოეფექტური ტექნოლოგიის და მეორადი ქაღალდის გამოყენება და მისი მნიშვნელობის ხაზგასმა.

ბმულები
volunteering
cso
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუსისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებგვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. თბილისი, ალექსიძის 12

ტელეფონი: 0322 470042

მობილური: +995341258822

ელ.ფოსტა: csrclubgeorgia@gmail.com