ასოციაცია „ჩვენი სახლი-საქართველო“

"სწორად განვითარებული კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა ნიშნავს ნაკლებ სოციალურად დაუცველს, მეტ კონტრიბუტორს, ჯანსაღ ეკოლოგიურ მდგომარეობას და თანაბარ შესაძლებლობებს."


ორგანიზაცია: ასოციაცია „ჩვენი სახლი-საქართველო“
საქმიანობის სფერო: სოციალური მეწარმეობა
მფლობელობა / ზომა: არასამთავრობო/მცირე
დაარსების წელი: 2001
საკონტაქტო პირი: მანანა ომარაშვილი (ტელ: 591 15 89 71; ელ-ფოსტა associationohg@gmail.com)
ვებ-გვერდები: http://ohg.ge/; https://ka-ge.facebook.com/ourhome.georgia/

ინფორმაცია ორგანიზაციის კორპორაციული პასუხისმგებლობის შესახებ:    

        ასოციაცია „ჩვენი სახლი-საქართველო“-ს საქმიანობის სფეროა სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში მყოფი მოზარდების და ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, მოწყვლადი ოჯახების გაძლიერება, სოციალური ადვოკატობა.

         ბოლო პერიოდში შესრულებულ პროექტებში შედის სოციალური საწარმო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებისთვის, სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების ადვოკატობა, ადგილობრივ თვითმართველობებთან მოწყვლადი ოჯახების გაძლიერება, რაც მოიცავს: ოჯახების გაძლიერების მოდელის შემუშავებას და განხორციელებას, კერძოდ, ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების მიერ ოჯახებისთვის განხორციელებულ კონსულტაციებს, სერვისების რუკების შედგენას საქართველოს 6 რეგიონში, მიმღები ოჯახების ტრენინგებს 3 რეგიონში და ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების გადამზადებასა და დასაქმებას თანაგანმანათლებლების პოზიციაზე საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში (დონორები: ევროკავშირი და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტო)               

                ორგანიზაცია კვარტალურად ავრცელებს საკუთარ აქტივობებს დაინტერესებულ მხარეებთან  იქნება ეს ბენეფიციარი, მასობრივი მედია, სახელმწიფო ინსტიტუტი, აკადემიური წრე თუ სხვა.  აღსანიშნავია თანამშრომლობა „ნატახტართან“, რომლის საშუალებითაც საფუძველი დაედო პროექტს „იზრუნე მომავალზე“,  პროექტი ემსახურება სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ზრუნვას მოკლებული მოზარდების დამოუკიდებელ ცხოვრებასთან მომზადებას.

ბმულები
volunteering
cso
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუსისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებგვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. თბილისი, ალექსიძის 12

ტელეფონი: 0322 470042

მობილური: +995341258822

ელ.ფოსტა: csrclubgeorgia@gmail.com