შპს Georgian Herbs

" ადამიანების უმრავლესობა თვლის, რომ სიგარეტის ერთი ნამწვის გადაგდებით არაფერი შავდება. მაგრამ როდესაც ამას მილიონი ადამიანი ერთად აკეთებს, უკვე ნაგვის დიდ გროვას ვეჩეხებით, რომელიც პრობლემებს წარმოშობს. ასევეა კომპანიების შემთხვევებშიც, უყურადღებობა გარემოსა და ადამიანების უფლებების მიმართ თუ ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება დიდი ზიანის გამომწვევი არ იყოს, გლობალური მასშტაბით სერიოზულ პრობლემას აგროვებს, რაც, სხვა ყველაფერთან ერთად, ისევ ბიზნესისათვისაა მავნებელი. ჩვენი ღრმა რწმენით, CSR-ი აძლევს კომპანიებს იმის საშუალებას, რომ ამ პრობლემებს სისტემურად და ერთობლივი ძალებით შეეწინააღმდეგონ."
შპს Georgian Herbs 2016 წლიდან შეუერთდა CSR კლუბის ქსელს, კომპანიის მიზანია არსებული წარმოების სტანდარტების გაუმჯობესება და ფინანსურად უფრო ძლიერ კომპანიებთან თანამშრომლება სხვადასხვა პროექტებში. Georgian Herbs-ის ერთ-ერთი ინიციატივა იყო Ecovadis-თან თანამშრომლობა მათ მიერ გაწეული სამუშაოს შეფასების თვალსაზრისით, Ecovadis-ის პლატფორმა დაფუძნებულია ისეთ საერთაშორისო ინიციატივებზე როგორებიცაა: გაეროს ერთიანი შეთანხმება, ISO 26000, გლობალური მოხსენების ინიციატივა ...
ორგანიზაციის ინტერესში შედის ანტიკორუფციული სტანდარტების დანერგვა, დისკრიმინაციის აღკვეთა და თანაბარი ღირებულების შრომის თანაბრად ანაზღაურება, რომლის ბერკეტის ფუნქციასაც შედგენილი ეთიკის კოდექსი ასრულებს. ეკოლოგიური დაბინძურების მინიმიზაციის მიზნით, კომპანიის ოფისსა და საწყობში გამოიყენება მხოლოდ ენერგოეფექტური ნათურები და ახალი ტექნიკის შეძენისას ყურადღება ექცევა მათ ენერგოეფექტურობის ნიშანს. წახალისებულია მწვანე აქციებში მონაწილეობაც.