საბა

კომპანიის კორპორაციული პასუხისმგებლობის შესახებ ინფორმაცია:
„საბას“ ონლაინ პლატფორმა იძლევა საგანმანათლებლო და მხატვრული ლიტერატურის გაცნობის საშუალებას ციფრულ ფორმატში, რაც ემსახურება ელექტრონული წიგნების პოპულარიზაციას და მწვანე გარემოს(ხეების) დაზოგვას და შენარჩუნებას. მოცემულ აპლიკაციაში გათვალისწინებულია შშმ პირების საჭიროება და ადაპტირებულია უსინათლოებისთვის, აუდიო წიგნების მოსმენა მათ უფასოდ შეუძლიათ. ინოვატორული პროექტი „ქალაქი - ბიბლიოთეკის“ ფარგლებში შესაძლებელი გახდა ცნობილი მწერლების და მოღვაწეების ნაშრომების უფასოდ ჩამოტვირთვა მათივე სახელობის ქუჩებზე განთავსებული QR კოდის საშუალებით.
ორგანიზაცია შესაბამისობაშია გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებთან ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ და გამჭვირვალობისთვის CSR აქტივობები ვრცელდება წლიურად როგორც მასობრივი მედიის საშუალებით და სოციალურ მედიაში, ასევე ეწყობა სპეციალური საანგარიშო შეხვედრებიც დაინტერესებულ მხარეებთან.