სუფთა სამყარო


ორგანიზაცია: სუფთა სამყარო
საქმიანობის სფერო:
მფლობელობა / ზომა:
დაარსების წელი:
საკონტაქტო პირი: ხატია ალფაიძე
ვებ-გვერდები: http://www.cleanworld.ge/

ჩვენ ვამართლებთ სახელს და მომსახურების უმაღლეს ხარისხს გთავაზობთ. სუფთა სამყარო 2005 წლიდან 700-ზე მეტ სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციას ემსახურება.
პროფესიონალური დასუფთავება დღეს მზარდი მოთხოვნილებაა. თანამედროვე არქიტექტურულმა სტილმა, იქნება ეს მინის კონსტრუქციები, ღია ფერების დომინირება მოდერნისტულ სტილში თუ სხვა, სპეციფიკური დასუფთავება მოითხოვა, რომელსაც ჩვენი კომპანია უპრობლემოდ ასრულებს.
ჩვენ ვაკმაყოფილებთ თითოეული კლიენტის ინდივიდუალურ მოთხოვნას და შესრულებული სამუშაოს ხარისხი განაპირობებს ჩვენს უპირობო ლიდერობას დასუფთავების სფეროში.
სწორედ ამიტომ, 2015 წელს „სუფთა სამყარო“ ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის მიერ დარგის ლიდერად დასახელდა.
თითოეულ დამკვეთს თავისი მენეჯერი ჰყავს, რომელიც შესრულებული სამუშაოს ხარისხს აკონტროლებს. ეს არის მიმართულება რომლითაც სუფთა სამყარო საერთაშორისო ხარისხის მენეჯმენტის სერტიფიკატ, ISO 9001:2008-ს მფლობელია.
ხარჯების ოპტიმიზაცია და დროის ეკონომია ძალიან მნიშვნელოვანი დანაზოგია ჩვენი კლიენტისთვის, იმ გარემოში, სადაც დრო ყველაზე ძვირად ფასობს.
ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას შეიქმნათ მაქსიმალური კომფორტი.
იცხოვრეთ სუფთა სამყაროში ჩვენთან ერთად!
CSR
კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენი კომპანიის მთავარი მიმართულებაა.
ქვეყანაში, სადაც სამუშაო ადგილების დეფიციტია, ჩვენი კომპანია 1500 ადამიანს ასაქმებს. მენეჯმენტი ცდილობს შეარჩიოს კადრები, რომლებსაც სამსახური განსაკუთრებით სჭირდება. მათ შორის არიან: დევნილები. ამ კადრებს კომპანია განსაკუთრებული ყურადღებით ექცევა.
ჩვენთან ასევე დასაქმებულები არიან პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები, რომლებიც თავდაპირველად სტაჟირებას გადიან. ვასწავლით, ვატრენინგებთ და ვიტოვებთ ადმინისტრაციაში.
ჩვენი სახელიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი მიმართულებაა გარემოზე ზრუნვა. ვთანამშრომლობთ გარემოს დაცვით ორგანიზაციებთან და სამომავლოდ მათთან ერთად მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ.

ბმულები
volunteering
cso
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუსისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებგვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. თბილისი, ალექსიძის 12

ტელეფონი: 0322 470042

მობილური: +995341258822

ელ.ფოსტა: csrclubgeorgia@gmail.com