ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის


ორგანიზაცია: ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის
საქმიანობის სფერო: შშმ პირთა უფლებების დაცვა და ადვოკატირება.
მფლობელობა / ზომა: არასამთავრობო / მცირე
დაარსების წელი: 2011
საკონტაქტო პირი: გიორგი ალავიძე. (ტელ. 591 22 44 60,; ელ. ფოსტა gia.alava@gmail.com)
ვებ-გვერდები: http://www.ertad.org/; https://www.facebook.com/MAEE2010/?fref=ts

ინფორმაცია ორგანიზაციის კორპორაციული პასუხისმგებლობის შესახებ:\

       ორგანიზაცია "ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის", მისიაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ადვოკატირება მათთვის საზოგადებრივ სიკეთეზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის.  "ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის" ცნობიერებას ამაღლებს გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებზე ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ წახალისებულია ბიზნესის პასუხისმგებლიანი ქცევა კოლაბორაციებით სხვადასხვა ღონისძიებებზე და რეკლამებში. ორგანიზაციის  აქტივობების შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად ტარდება პერიოდული შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან და ქვეყნდება სტატიები ვებ-გვერდზე.

ბოლო პერიოდში განხორციელებული პროექტები:

"გადალახე ბარიერი ჩემთან ერთად" -2015 წლის ივნისი-ოქტომბრის თვეში ორგანიზაციამ „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხარდაჭერით განახორციელა საგანმანათლებლო პროექტი ახალგაზრდა ამომრჩეველთა სამოქალაქო ჩართულობისა და არჩევნებში მონაწილეობის გაზრდის მიზნით. პროექტის განხორციელება განაპირობა 18-25 წლების ახალგაზრდების თვალსაჩინოდ დაბალმა საარჩევნო აქტივობამ, განსაკუთრებით კი მათ შორის ყველაზე მოწყვლად ჯგუფს შშმ პირები წარმოადგენენ. ამ პრობლემაზე რეაგირების მიზნით და საჭირო მონაცემების შესაგროვებლად საწყის ეტაპზე ჩატარდა ფოკუს-ჯგუფები შშმ პირთა ორგანიზაციებთან, შშმ ახალგაზრდებან, სტუდენტებთან და მოსწავლეებთან ქალაქ ბათუმსა და ახალქალაქში. ამის შემდგომ კი დაიწყო საინფორმაციო და სოციალური კამპანია მოქალაქეთა ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით საარჩევნო მონაწილეობის საკითხებზე.

2017 წლის იანვრიდან ორგანიზაცია ახორციელებს პროექტს ინკლუზიური ჯანდაცვისა და ქვეყანაში რეაბილიტაცია-აბილიტაციის სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით. პროექტი გულისხმობს ჯანდაცვის სფეროში შშმ პირებისათვის არსებული ბარიერების კვლევას ექსპერტების მიერ, რომლებიც მოამზადებენ რეკომენდაციებს მათი დაძლევის მიზნით. შშმ პირებს ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობა ყველაზე ხშირად უწევთ, მაგრამ ისინი აწყდებიან უამრავ პრობლემას, რომელიც უკავშირდება როგორც დაწესებულებების ფიზიკურ მისაწვდომობას, ასევე მედიკოსთა კვალიფიკაციური მიდგომის ნაკლებობას. პროექტი ასევე მიზნად ისახავს შშმ ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემატიკის პრიორიტეტიზაციას და ამ მხრივ არსებული ვითარების შესწავლას. იგეგმება შშმ ქალთა პლატფორმის გაძლიერება, გადასამზადებელი ტრენინგები და ქალთა ორგანიზაციის ოფიციალური რეგისტრაცია. ექსპერტების მიერ შინაარსობრივი ანალიზის დასრულების შემდეგ კი დაიწყება სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობის მონიტორინგი სპეციალურად მომზადებული ჯგუფების მიერ.

ბმულები
volunteering
cso
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუსისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებგვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. თბილისი, ალექსიძის 12

ტელეფონი: 0322 470042

მობილური: +995551 125051

ელ.ფოსტა: csrclubgeorgia@gmail.com