აჭარა ჯგუფი

„აჭარა ჯგუფი“ Global Compact-ის საქართველოს ქსელის ერთ-ერთი წევრად ირიცხება. ორგანიზაცია შესაბამისობაშია გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებთან ბიზნესისა და ადამიანების უფლებების შესახებ. შიდა პოლიტიკის დონეზე გათვალისწინებულია ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა და თითოეული თანამშროლის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია კომპანიის მიერ მიწოდებული დაზღვევით. პოტენციურ თანამშრომლებს საშუალება აქვთ HR-ის მიერ ჩატარებული ტრეინინგის ფარგლებში გაეცნონ თავიანთ ადამიანურ და შრომით უფლებებს.
ბოლო წლების განმავლობაში „აჭარა ჯგუფმა“ მონაწილეობა მიიღო ბორჯომის ტყის განაშენიანების პროექტში, სახსრები გამოყო ბავშვთა სახლის მშენებლობის ხელშესაწყობად, შეუერთდა ქალთა გაძლიერების პროგრამას და ა.შ.
„აჭარა ჯგუფი“ დაინტერესებულია არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობითაც, მონაწილე იყო „სიდას“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში რეგიონების მდგრადი განვითარების პროექტებზე, 2017 წლის იანვრიდან თანამშრომლობა წამოიწომწვანეთა ორგანიზაციის მიერ წამოწყებული ინიციატივებზეც. სამომავლოდ იგეგმება ყაზბეგის რეგიონში პროექტის განხორციელება გენდერული და საგანმანათლებლო კუთხით.