ავერსი

"CSR (სოციალური პასუხისმგებლობა) ეს არის კეთილი ნება, საკუთარ თავზე აიღოს უფრო მეტი პასუხისმგებლობა, დააკმაყოფილოს საქმიანობის უფრო მაღალი სტანდარტები, ვიდრე მას კანონით ეკისრება. კომპანია ავერსის მთავარი საზრუნავი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. კომპანია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავის მომხმარებელს შესთავაზოს ხარისხიანი და ეფექტური პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად. თუმცა საზოგადოებაში არის მოსახლეობის ის ფენა, რომელიც ვერ ახდენს მაღალი ხარისხის პროდუქტის მიღებას და სწორედ ეს სოციალური პროექტები გვეხმარება იმისთვის, რომ საზოგადოების ყველა ფენას აღმოვუჩინოთ სათანადო დახმარება და ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეზე." - ლალი ბრეგვაძე


ორგანიზაცია: ავერსი
საქმიანობის სფერო: სამედიცინო (სააფთიაქო, კლინიკათა ქსელი, სადაზღვევო კომპანია, ფარმაცევტული წარმოება).
მფლობელობა / ზომა: კერძო საწარმო / მსხვილი
დაარსების წელი: 1994
საკონტაქტო პირი: ლალი ბრეგვაძე PR მენეჯერი( ტელ: 577 76 03 86; ელ-ფოსტა: pr@aversi.ge) / ნუნუკა შარვაშიძე (ტელ:599328246 ელ-ფოტა: nunuka.sharvashidze@aversi.ge)
ვებ-გვერდები: http://pharma.ge

ორგანიზაციის კორპორაციული პასუხისმგებლობის შესახებ ინფორმაცია:

„ავერსის“ ინიციატივოთ განხორციელდა პროექტები მთელი საქართველოს მასშტაბით , მათშორისაა:უფასო გასინჯვები მაღალმთიან რაიონებში; დონორთა საერთაშორისო კვირეულის პროექტი;მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარებზე და განუწყვეტლივი მზრუნველობა; მრავალშვილიანთა დახმარების პროექტი; მოსწავლე ახალგაზრდობის განათლებაზე ზრუნვა...

„ავერსი“მხარს უჭერს მისი თანამშრომლების პირადი ცხოვრების განვითარებას, ფინანსურად დახმარება გათვალისწინებულია ახალდაოჯახებულებისთვის, ფულად ჯილდოს იღებენ შვილის შეძენის შემთხვევაშიც. „ავერსი-რაციონალი” გამოირჩევა ინოვაციებითაც: საწარმოში სულ ახლახანს დაინერგა უნიკალური, ერთიანი კომპიუტერიზებული ფარმაცევტული სისტემა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს კომპანიის ყველა პროცესის ოპერატიულ და ეფექტურ პროგრამულ მართვას.

ადამიანის უფლებები: კომპანია იცავს საქართველოს შრომით უფლებებს, თანამშრომლებს პერიოდულად უტარებს საინფორმაციო შეხვედრებს ადამიანის და შრომის უფლებების შესახებ ცნობიერის ასამაღლებლად. კომპანიაში ასევე  არსებობს ეთიკის კოდექსი, რომელიც არეგულირებს კომპანიის ანტიკორუფციულ პოლიტიკას.  კონტრაქტორები/პარტნიორები ირჩევიან იმის მიხედვით თუ რამდენად იცავენ ადამიანის უფელებების საყოველთაოდ აღიარებულ სტანდარტებს.

გარემოს დაცვა: „ავერსი“ აქტიურადაა ჩართული გარემოს დაცვის აქციებში, კერძოდ ბორჯობის ტყე-პარკის გადარჩენის პროექტში. ხდება კომპანიის მიერ განხორციელებული ოპერაციების ზეგავლენის შეფასება გარემოზე, უარყოფითი ზემოქმედების შემცირება და პერიოდული მონიტორინგი.

ბმულები
volunteering
cso
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუსისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებგვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. თბილისი, ალექსიძის 12

ტელეფონი: 0322 470042

მობილური: +995341258822

ელ.ფოსტა: csrclubgeorgia@gmail.com