ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება


ორგანიზაცია: ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება
საქმიანობის სფერო: სოფლის მეურნოებისა და სოფლის განვითარების ხელშეწყობა, სიღარიბის შემცირება და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა
მფლობელობა / ზომა: არასამთავრობო / მცირე
დაარსების წელი: 2015
საკონტაქტო პირი: მაია გრძელიშვილი - აღმასრულებელი მენეჯერი (ტელ:597 000909; ელ-ფოსტა: mgrdzelishvili@bridge.org.ge)
ვებ-გვერდები: http://www.bridge.org.ge/ ; https://www.facebook.com/ngobridge/

ინფორმაცია ორგანიზაციის კორპორაციული პასუხისმგებლობის შესახებ:

ადამიანის და შრომითი უფლებები: ბრიჯ-ინოვაცია და განვითარება  ცნობიერებას ამაღლებს გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებზე ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ. ინფორმაციას ვრცელდება თანამშრომლობითა და ცნობიერების ამაღლების აქტივობებით.

გამჭვირვალობა: ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტების კომუნიკაცია ხდება სოციალური მედია საშუალებებით თითქმის ყოველდღიურად; დაინტერესებულ მხარეებთან მინიმუმ კვარტალში ერთხელ; კვლევებისა და სხვადასხვა სახის პრეზენტაციები გარკვეული ინტენსივობით, მუდმივად;

მიმდინარე პროექტები:

1. სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის - „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ალიანსის“, საქმიანობის კოორდინაცია. მხარს უჭერს ალიანსს ერთობლივი ადვოკატირებისა და ლობირების საქმეში, ასევე ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო სტრატეგიის განხორციელების ზედამხედველობაში. პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია "ადამიანი გაჭირვებაში" პარტნიორობით და ევროკომისიის ფინანსური მხარდჭერით.

2.  გენდერულ თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით და თავის ყველა პროექტსა და წამოწყებაში ახდენს გენდერული ასპექტების ინტეგრირებას. „ბრიჯმა“ მოამზადა კვლევები: „სასურსათო უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის და სასურსათო უსაფრთხოების კანონპროექტის გენდერული ანალიზი“ და „გენდერულად სენსიტიური მიდგომები ნუტრიციისადმი“.

3. პროექტი "ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში” მოწყვლადი ჯგუფებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების კატასტროფებისადმი მედეგრობის გაძლიერება, კატასტროფების ზემოქმედების შემცირების, მოსამზადებელი ღონისძიებების და რეაგირების მოდელების გაძლიერება.

4.  „ტყის არამერქნული პროდუქტების შეგროვება-გადამუშავება - ქალთა ჯგუფებისთვის ბაზრების მოპოვების შესაძლებლობა“. პროექტი მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების საარსებო პირობების გაუმჯობესებას და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობას ტყის არამერქნული პროდუქტების წარმოების და ქალთა ეკონომიკური ლიდერობის წახალისების კუთხით. პროექტი პარალელურად ხორციელდება საქართველოსა და სომხეთში, ლატარიის ეროვნული ფონდის (BLF) ფინანსური მხარდაჭერით.

ბმულები
volunteering
cso
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუსისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებგვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. თბილისი, ალექსიძის 12

ტელეფონი: +995577158504

მობილური: +995577158504

ელ.ფოსტა: csrclubgeorgia@gmail.com