შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი

„დაცვის პოლიცია არის საქართველოს შრომის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი. ჩვენი გუნდი აერთიანებს 12 000 თანამშრომელს. საქმიანობის მიზანია მოქალაქეების უსაფრთოხების დაცვა და მათი საქმიანობისთვის დაცული გარემოს შექმნა. ჩვენ გათავისებული გვაქვს ის ზიანი, რაც შეიძლება საზოგადოებრივ სარგებელთან ერთად მოვუტანოთ ჩვენს მოქალაქეებს. ვშრომობთ და ვზრუნავთ, რომ ჩვენი ორგანიზაციის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ღონისძიებები, გეგმები იყოს უფრო მეტად პროდუქტიული, მდგრადი და გრძელვადიანი.“


ორგანიზაცია: შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი
საქმიანობის სფერო: დაცვა/უსაფრთხოება
მფლობელობა / ზომა: სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული საწარმო / მსხვილი
დაარსების წელი: 2004
საკონტაქტო პირი: ელზა ჯაფოშვილი - საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი (ტელ:577028242; ელ-ფოსტა: japoshvili@spd.ge, PR@spd.ge )
ვებ-გვერდები: http://www.spd.ge/; www.125.ge

„დაცვის პოლიციის დეპარტამენტი” პირველი  სახელმწიფო/საჯარო ორგანიზაციაა, რომელიც CSR კლუბში გაწევრიანდა. დაცვის პოლიციას აქვს ეთიკის კოდექსი, სამსახურის გავლის წესის შესახებ დოკუმენტები, შიდა ნორმატიული აქტები რაც კორუფციის საწინააღმდეგო ბერკეტად მოქმედებს საჭიროების შემთხვევაში. ორგანიზაციამ საკუთარი ინიციატივით დახმარება გაუწია ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „თარიკონს“, სპორტის ხელშეწყობის მიზნით დაეხმარა ძიუდოს კლუბ „მებრძოლს და მონაწილეობა მიიღო გარემოსდაცვით ღონისძიებებში.

ადამიანის უფლებები: „დაცვის პოლიცია“ შესაბამისობაშია გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებთან ბიზნესის და ადამიანის უფლებების შესახებ, შრომის კოდექსით რეგულირდება ჯანდაცვა და სამუშაოს უსაფრთხოება, ხოლო ცნობიერების ამაღლების მიზნით ტარდება შეხვედრები ადამიანის და შრომის უფლებების თაობაზე სასაუბროდ.

გამჭვირვალობა: CSR აქტივობების კომუნიკაცია დაგეგმილია კვარტალური ინტერვალებით, მზადდება ფინანსური და შინაარსობრივი ანგარიშები, ინფორმაცია ვრცელდება მასობრივი მედიის საშუალებით რაზე წვდომაც აქვთ პროექტის ბენეფიციარებსაც.

გარემოს დაცვა: ორგანიზაცია ზრუნავს ცდილობს შეამციროს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება საწვავის მოხმარების შემცირებით, მწვანე ნარგავების გაშენებით და სხვადახვა გარემოს დაცვით აქტივობებში მონაწილეობით.

CSR ბიუჯეტი:250-500 ათას ლარამდე

ბმულები
volunteering
cso
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუსისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებგვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. თბილისი, ალექსიძის 12

ტელეფონი: 0322 470042

მობილური: +995341258822

ელ.ფოსტა: csrclubgeorgia@gmail.com