ევროპა დონა საქართველო

"სოციალური პასუხისმებლობა ადამიანების სიცოცხლისთვის ბრძოლაში , გამარჯვების საწინდარია !!"


ორგანიზაცია: ევროპა დონა საქართველო
საქმიანობის სფერო: ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლა
მფლობელობა / ზომა: არასამთავრობო / მცირე
დაარსების წელი: 2006
საკონტაქტო პირი: ანა მაზანიშვილი (ტელ: 551511177; ელ-ფოსტა ann.mazanishvili@gmail.com )
ვებ-გვერდები: https://www.facebook.com/EUROPA-DONNA-GEORGIA-235876943104348/

2006 წელს საქართველოში დაფუძნდა საქართველოს ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიცია, რომელშიც ამ ეტაპზე გაერთიანებულია ორი ძირითადი ორგანიზაცია: ევროპა დონა საქართელო და კიბოს კვლევის ჯგუფი. კოალიციაში გაწევრიანებული არიან მედიკოსები, ძუძუს კიბოთი გადარჩენილი ქალები და უბრალოდ ამ პრობლემით დაინტერესებული ადამიანები. მათი მიზანია ძუძუს კიბოს შესახებ ინფორმირების დონისა და ზოგადი ცოდნის ამაღლება; დაავადებულთა მხარდაჭერა და საზოგადოების მობილიზაცია მათ მხარდასაჭერად; საზოგადოების ინფორმირება სკლრინგსა და ადრეულ გამოვლინებაზე; ძუძუს კიბოთი დაავადებულ პაციენტთა ოპტიმალური და ადეკვატური მკურნალობის ხელშეწყობა; ასევე მათი შემდგომი ფიზიკურ და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია;

ა.ი.პ. ევროპა დონა საქართველოს ინიციატივით განხორციელდა პროექტი „სამიზნე სიცოცხლისთვის“ . პროექტის მიზანი იყო მეტასტაზური, მეოთხე სტადიით დაავადებული პაციენტების მდგომარეობის შემსუბუქება და შებამამისი სახსრების მოძიება, რისთვისაც ორგანიზაციამ  ჯანდაცვის სამინისტროს და თბილისის მერიას მიმართა.

კომუნიკაცია: „ევროპა დონა საქართველო“ ყოველწლიურად ახდენს საკუთარი აქტივობების კომუნიკაციას როგორც ბენეფიციარებთან, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სახელმწიფო ინსტიტუტებთან, კომპანიებთან, ფართო მასასთან ...

ბმულები
volunteering
cso
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუსისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებგვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. თბილისი, ალექსიძის 12

ტელეფონი: 0322 470042

მობილური: +995341258822

ელ.ფოსტა: csrclubgeorgia@gmail.com