გირო კრედიტი

"გირო კრედიტი" დაფუძნდა 2010 წლის 21ოქტომბერს, კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ფინანსური მომსახურება, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა ტიპის სესხებს სთავაზობს. კომპანიას თავისი საქმიანობიდან გამომდინარე ეროვნული ბანკის მიერ მიენიჭა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსი (2011წ.20დეკემბერი) რამაც კიდევ უფრო გაზარდა და გაამყარა მისი წილი ფინანსურ ინსტიტუტებს შორის. დაარსების დღიდან კომპანია დინამიურად ვითარდება ქართულ ბაზარზე, მუდმივად სთავაზობს მომხმარებელს მაღალხარისხიანი ფინანსური მომსახურების ფართო არჩევანს.
მერვე წელია, გირო კრედიტი წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე, დღესდღეობით 5 ფილიალით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს სთავაზობს შემდეგ პროდუქტებს: ბიზნეს სესხს, აგრო სესხს, იპოთეკურ სესხს, ვალუტის კონვერტაციას და სესხებს ავტო, ოქროს და სპეც ტექნიკის უზრუნველყოფით.
კომპანიის წარმატების საფუძველს ფინანსურ სტაბილურობასთან ერთად წარმოადგენს გუნდური სულისკვეთება, პროფესიონალიზმი, სანდოობა და გამჭვირვალობა.გირო კრედიტი წარმოადგენს ორგანიზაციას რომელიც გამოირჩევა სანდოობის მაღალი ხარისხით, ხელმისაწვდომი პირობებითა და საუკეთესო მომსახურების სერვისით.