GLCC

იურიდიული კომპანია GLCC დაარსდა 2007 წელს და მომხმარებელს სთავაზობს შედეგზე ორიენტირებულ და დინამიურ იურიდიულ მომსახურებას.
GLCC გახლავთ ლიდერი მშენებლობის, დეველოპმენტისა და უძრავი ქონების ბიზნესში. GLCC-ს სერვისი მოიცავს სრულ პაკეტს სამშენებლო კომპანიების მომსახურების საკითხებში, კერძოდ: სანებართვო, შრომის უსაფრთხოების, საგადასახადო ოპტიმიზაციის, სამშენებლო რეგლამენტისა და სხვა საჭირო პროცედურების სამართლებრივ უზრუნველყოფას. წლების განმავლობაში GLCC ემსახურებოდა საქართველოს სამშენებლო ბაზრის თითქმის 35%-ს და ჯანდაცვის სფეროდან ექვს ყველაზე დიდ სამედიცინო დაწესებულებას.
GLCC -ის კლიენტები არიან წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები, მრავალმილიონიანი საინვესტიციო ფონდები, დიდი სასოფლო-სამეურნეო მწარმოებლები, საკომუნიკაციო კომპანიები, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები და სახელმწიფო დაწესებულებები.
GLCC –ს იურისტები მონაწილეობენ კანონშემოქმედებით პროცესში; გადახდისსუნარობის, სამეწარმეო, საარბიტრაჟო, სალიცენზიო და სანებართვო, საარჩევნო და სხვა მნიშვნელოვანი სფეროების საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების საკითხებში.
კომპანიის სასამართლო დავების ისტორიაში შესულია შვიდნიშნა ციფრის ოდენობით გამარჯვებები მათი კლიეტების სახელით, დიდი ფინანსური ინსტიტუტების, უძრავი ქონების კომპანიების, ტურისტული კომპანიების, საქართველოს შემოსავლების სამსახურის, სხვა საჯარო და კერძო დაწესებლებების წინააღმდეგ. ამ საქმეთა ნაწილი ჩამოყალიბდა პრეცედენტად საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში.
GLCC-ის ადვოკატების მონაწილეობით საქართველოს სასამართლოებსა და არბიტრაჟებში განხილული საქმეების რაოდენობა გასცდა ათასიან ბარიერს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებებში.
კომპანიის იურიდიული რჩევა ორიენტირებულია კლიენტის ბიზნესის ფინანსურ განვითარებაზე.
იურიდიული ფირმა GLCC ფლობს „სტარტაპ მეგობრულის“ სტატუსს, რაც გულისხმობს, რომ კომპანია სრულიად უსასყიდლოდ ემსახურება სტარტაპ კომპანიებს შემდეგი მიმართულებებით:
- კონსულტაციები სამეწარმეო ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებში;
- კონსულტაციები ინტელექტუალური საკუთრების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებში;
- კონსულტაციები ლიცენზიებსა და ნებართვებთან დაკავშირებულ საკითხებში;
- სხვა პირველადი, საბაზისო კონსულტაცია, რაც საჭირო და აუცილებელია დამწყები ბიზნესისთვის.
იურიდიული ფირმა GLCC - დროში გამოცდილი საიმედო პარტნიორობა.