ჯიპიაი ჰოლდინგი

"ჩვენი წარმატება პირდაპირ უკავშირდება ჩვენი თანამშრომლების, ჩვენი მომხარებლების და ჩვენს გარშემო საზოგადოების წინსვლას და წარმატებას. აქედან გამომდინარე, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლბა არის ხედვა, თუ როგორ შეიძლება გავხადოთ ჩვენს გარშემო საზოგადოება უკეთესი იმ საშუალებებითა და სისტემებით, რაც ჩვენს ბიზნესს გააჩნია. ასეთი ხედვით არამხოლდო ჩვენ შეგვაქვს წვლილი გარემოს გაუმჯობესებაში, არამედ ჩვენთან ურთეირთობით - ჩვენს მომხმარებელსაც."
ინფორმაცია ორგანიზაციის კორპორაციული პასუხისმგებლობის შესახებ:
GPI Holding-მა უმასპინძლა დასაქმების ფორუმს 2016/2017 წლების განმავლობაში, ფორუმი ითვალისწინებდა დასაქმებას ყოველგვარი ასაკობრივი და გამოცდილების გარეშე, ასევე უფასო გადამზადებას და სწავლებას ანაზღაურებით. პროგრამის ფარგლებში დასაქმდა 600 ადამიანი.
გამჭვირვალობა: კომპანიის CSR აქტივობები შუქდება კვარტალური ინტერვალებით, ინფორმაცია ხელმისაწვდომია როგორც აქციონერებისთვის ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, და ინტერნეტ აუდიტორიისთვისაც.
გარემოს დაცვა: ორგანიზაცია ინიაციატივას იჩენს მაკულატურის შეგროვებაში, მწვანე ნარგავის გაშენებაში და ასევე მონაწილეობს შესაბამის აქციებშიც. ერთ-ერთი აქციის ფარგლებში წამოიჭრა აკმპანია გამონაბოლქვის წინააღმდეგ, შეიქმნა სპეციალური საიტი, რომელიც განსაზღვრავდა იმ ზიანს რასაც მანქანის კონკრეტული მოდელები აყენებენ გარემოს და ამცნობდა ზიანის შემცირების ხერხების შესახებ
CSR ბიუჯეტი: 10-25 ათასი