ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია

„ჰაიდელბერგცემენტი“ ესადაგება ევროპულ სტანდარტებს მენეჯმენტისა და წარმოების ყველა სფეროში. კომპანია მდგრადი განვითარების 3 პრინციპით მუშაობს: ეკონომია, ეკოლოგია და სოციალური პასუხისმგებლობა. უახლესი ფილტრების დამონტაჟება, მეცნიერული პროექტი „ქუორილაიფევორდი“, საქველმოქმედო ღონისძიება „თბილისი მარათონი“, ნარჩენების მენეჯმენტი – ყოველივე ჩამოთვლილი ეხმიანება ჰაიდელბერგცემენტის მისიასა და მდგრადი განვითარების ინსტრუქციებს.


ორგანიზაცია: ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია
საქმიანობის სფერო: სამშენებლო მასალების წარმოება; მშენებლობა; ცემენტი; ბეტონი; ინერტული მასალები; კლინკერ
მფლობელობა / ზომა: კერძო საწარმო/მსხვილი
დაარსების წელი: 2006
საკონტაქტო პირი: ნინო ტყემალაძე
ვებ-გვერდები: www.heidelbergcement.ge

ჰაიდელბერგცემენტი სამშენებლო მასალების წარმოების ერთ-ერთი აღიარებული ლიდერია გლობალურ ბაზარზე და შედის ცემენტისა და ბეტონის მწარმოებელთა სამეულში მსოფლიოს მასშტაბით. კომპანიის კუთვნილ 3000 საწარმოში, რომელიც მსოფლიოს 60 ქვეყანაშია განთავსებული, 63 000 თანამშრომელია დასაქმებული.

ჰაიდელბერგცემენტი წამყვანი ბრენდია საქართველოს ცემენტისა და ბეტონის ბაზარზე. კომპანია ცემენტითა და ბეტონით ამარაგებს თითქმის ყველა მსხვილ სამშენებლო პროექტს ქვეყნის მასშტაბით.

ჰაიდელბერგცემენტი 2006 წლიდან მოღვაწეობს საქართველოში და დღემდე 200 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული, რაც ძირითადად არსებული ქარხნების მოდერნიზაციას და ბეტონის ბაზარზე გაფართოებას ემსახურებოდა.  კომპანიას საქართველოში დასაქმებული ჰყავს 1200-ზე მეტი თანამშრომელი.

დღესდღეობით ჰაიდელერგცემენტი მართავს 3 ცემენტის ქარხანას კასპში და რუსთავში, ცემენტის ტერმინალს ფოთში და ცემენტის წისქვილს სუფსაში, რომელთა საერთო წლიური წარმადობა 2 მილიონ ტონას აღწევს.

ცემენტის ბიზნესი გამყარებულია ბეტონის 13 საწარმოს ძლიერი ქსელით, რომელთა საერთო წარმადობა ყოველწლიურად 809 მ³/ს აღწევს. ბეტონის წარმოებისთვის ინერტული მასალების მოწოდება კი ნაწილობრივ, კომპანიის ინერტული მასალების ორი საკუთარი ჭაბურღილით ხდება.

 

ბმულები
volunteering
cso
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუსისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებგვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. თბილისი, ალექსიძის 12

ტელეფონი: 0322 470042

მობილური: +995341258822

ელ.ფოსტა: csrclubgeorgia@gmail.com