HG Company

HG COMPANY - გარემოს მეგობარი კომპანია
ქართულ ბაზარზე გამოჩნდა კომპანია, რომელიც მომხმარებელს რეკლამასთან ერთად, გარემოს დაცვაში საკუთარი წვლილის შეტანას სთავაზობს.
კომპანია HG პირველია საქართველოში, ვინც მოძებნა პლასტმასთან ბრძოლის რეალური და ყველაზე მასშტაბური ალტერნატივა.
ის თავისი საქმიანობით და სხვადასხვა კომპანიების ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს პლასტმასის ჩანაცვლებას ქაღალდით. წყლის დისპენსერებში, იქ, სადაც ყველაზე მეტი პლასტმასის ჭიქაა, კომპანიას შეაქვს გარემოს მეგობარი ქაღალდის, ეკოლოგიურად სუფთა ჭიქები, რომლებზეც განთავსდება იმ კომპანიის რეკლამა, რომელიც ჩაერთვება კამპანიაში უთხარი არა პლასტმასს.
კომპანია სხვადასხვა ლოკაციაზე ქაღალდის ჭიქების შეტანით საზოგადოებას ამცნობს, რაოდენ მავნებელია პლასტმასი გარემოსთვის და ჩვენი ჯანმთელობისთვის. კომპანია ასევე აწარმოებს ქაღალდის პარკებსა და ქაღალდის ჭიქებს.კომპანიის მიზანია ჩანაცვლდეს პოლიეთილენის პარკები და პლასტმასის ჭიქები ეკომეგობრული, ბიოდეგრადირებადი ჯანმრთელი ქაღალდით.
#უთხარიარაპლასტმასს.
#ჩვენვზრუნავთგარემოზე