IDS ბორჯომი საქართველო

კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ საერთაშორისო კომპანიის, ნატურალური მინერალური წყლების უმსხვილესი მწარმოებლის, დსთ–სა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ნატურალური წყლების კატეგორიის ლიდერის – „IDS Borjomi International“ - ის შემადგენლობაში შედის.
„IDS ბორჯომი საქართველო“ ნატურალური მინერალური წყლების მწარმოებელი ქართული კომპანიაა. იგი აწარმოებს და ბაზარზე გამოაქვს ისეთი ბრენდები, როგორიცაა: „ბორჯომი“, „ლიკანი“, „ბორჯომის წყაროები“ და „ბაკურიანი“. საქართველოში „IDS ბორჯომი საქართველო“ ბაზრის ერთპიროვნული ლიდერია. ქართული მინერალური წყლის ბრენდით „ბორჯომი“, კომპანიამ მსოფლიო დონეზე გაითქვა სახელი. დღესდღეობით „ბორჯომი“ მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება.