ჯეპრა

ინფორმაცია ორგანიზაციის კორპორაციული პასუხისმგებლობის შესახებ:
ჯეპრას მისიას მის კლიენტებსა და საზოგადოებას შორის ნდობისა და თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბება. კომპანიის მიზანია საქართველოში საზოგადოებასთან ურთიერთობის პროფესიული და ეფექტური მომსახურების დანერგვა. ორგანიზაცია კოორდინაციას უწევს კორპორატიული მდგრადობის პლაფორმას - CSR კლუბს, რომლის მეშვეობითაც ახორციელებს მრავალმხრივი პროფილის აქტივობებს და თემატურ პროექტებს პასუხისმგებლიანი ქცევის ცნობიერების ამაღლების მიზნით, მართავს დისკუსიებს, საჯარო ლექციებს, ხელს უწყობს ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობას.თანამშრომლობს სახელმწიფოსთან...
მიმდინარე პერიოდის განმავლობაში საფუძველი დაედო ისეთ პროექტებს როგორებიცაა "Blue for Pink" - რედისონის მხარდაჭერით ჩატარებული ღონისძიება ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად, მოეწყო აუტიზმის ცნობადობის მსოფლიო დღე. ჯეპრამ მიიღო ჯეოსელის გამოწვევა #მოვლა და გარემოს დაცვის მიზნით დანაგვიანებული ზონები გასუფთავდა ზედმეტი ნარჩენებისგან.
გამჭვირვალობა: ჯეპრა საკუთარი აქტივობების ანგარიშს ვებ-გვერდზე აქვეყნებს, სადაც მიმოხულილია მიმდინარე პროექტები და ინიციატივები. ინფორმაცია ეძლებათ სხვა დაინტერესებულ პირებსაც.