ტერაბანკი

ინფორმაცია ორგანიზაციის კორპორაციული პასუხისმგებლობის შესახებ:
„ტერაბანკი“ მისდევს კორპორაციული პასუხისგებლობის საერთაშორისო მითითებებს, კერძოდ შესაბამისობაშია ISO 26000 სტარდატთან. ორგანიზაციამ, მიმდინარე წლების განმავლობაში, ინიციატივა გამოიჩინა პროექტებში მაღალმთიანი სოფლების წიგნის მისაწოდებლად, ბავშვთა სახლების, მიუსაფართა სახლების დასახმარებლად და სხვადასხვა გარემოს დაცვით აქვიტოვებში.
ადამიანის უფლებები: კომპანიაში მოქმედებს შრომის უსაფრთხოების სტანდარტები ქვეყნის შრომის კოდექსის გათვალისწინებით, თანამშრომლებს საშუალება აქვთ უკეთ გაეცნონ თავიანთ შრომით და ადამიანურ უფლებებს სპეციალური შეხვედრების, ტრენინგების და „ვორკშოფების“ წყალობით.
გარემოს დაცვა: ტერაბანკის პრიორიტეტებში შედის კომპანიის მიერ განხორციელებული ოპერაციების შეფასება გარემოზე და უარყოფითი ზემოქმედების შემცირება, ორგანიზაცია პერიოდულად ერთვება გარემოს დაცვის და ბუნების შენარჩუნების აქტივობებში. ოფისებში დაგროვებული მაკულატურა გროვდება და ეგზავნება შესაბამის ორგანიზაციას გადასამუშავებლად.
CSR ბიუჯეტი: 25-50 ათას ლარამდე