KPMG Georgia


ორგანიზაცია: KPMG Georgia
საქმიანობის სფერო: აუდიტი
მფლობელობა / ზომა: კერძო საწარმო/საშუალო
დაარსების წელი: 2005
საკონტაქტო პირი: ანა გოცირიძე - ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი ( ტელ: 577775541, ელ-ფოსტა agotsiridze@kpmg.com)
ვებ-გვერდები: www.KPMG.ge, https://www.facebook.com/KPMGGeorgia/

კომპანიის კორპორაციული პასუხისმგებლობის შესახებ ინფორმაცია:

   „KPMG Georgia-ს” ბოლო პერიოდში განხორციელებულ სოციალურ აქტივობებში შედის: სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების სურსათით და ტანსაცმლით უზრუნველყოფა, მეცნიერების ფონდის განვითარების მიზნით საქველმოქმედო ტურნირის ჩატარება, უსახლკარო ბავშვების ტანსაცმლით უზრუნველყოფა, სხვადასხვა საქველმოქმედო მარათონებში მონაწილეობა, ბორჯომის ტყეპარკში ხეების დარგვა და ა.შ.

ადამიანის უფლებები: KPMG ირიცხება გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელში ერთ-ერთ წევრად და აღიარებს მის 10 პრინციპს. შესაბამისი ოპერაციებია გატარებული თანამშრომლების უფლებების დაცვისთვის და დისკრიმინაციის წინააღმდეგ საბრძოლველად. იმისათვის, რომ თანამშრომლები გარკვეულები და დაცულები იყვნენ მათი უფლებების შესახებ პერიოდულად ტარდება ორგანიზაციის შიდა ღირებულებების შესახებ შეხვედრა ასევე ორგანიზდება საინფორმაციო ღონისძიებები თანამშრომლებისთვის შრომითი უფლებების გასაცნობად. კონრაქტორებთან კავშირის დამყარებისას KPMG მნიშვნელობას ანიჭებს თუ რამდენად სცემენ ან მზად არიან, რომ აღიარონ ადამიანის უფლებების საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტები.

გარემოს დაცვა: ორგანიზაცია მონაწილეობს მწვანე ნარგავების გაშენების და გარემოს დაცვის ღონისძიებებში, ზრუნავს დასუფთავების ნორმებზე.

 CSR ბიუჯეტი: 10-25 ათას ლარამდე

ბმულები
volunteering
cso
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუსისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებგვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. თბილისი, ალექსიძის 12

ტელეფონი: 0322 470042

მობილური: +995341258822

ელ.ფოსტა: csrclubgeorgia@gmail.com