მედიის განვითარების ფონდი


ორგანიზაცია: მედიის განვითარების ფონდი
საქმიანობის სფერო: მედია, მედია წიგნიერება, გამოხატვის თავისუფლება
მფლობელობა / ზომა: არასამთავრობო / მცირე
დაარსების წელი: 2008
საკონტაქტო პირი: დალი ქურდაძე, (ელ-ფოსტა: daliqurdadze@gmail.com )
ვებ-გვერდები: www.mdfgeorgia.ge; www.mythdetector.ge, www.gendermediator.ge; https://www.facebook.com/MediaDevelopmentFoundation/; https://www.facebook.com/mythdetector/

ინფორმაცია ორგანიზაციის კორპორატიული პასუხისმგებლობის შესახებ:


MDF-ის ძირითადი მიმართულებებია: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ეთიკური ჟურნალისტიკა და ანგარიშვალდებულება; მედია წიგნიერება; ადამიანის უფლებები; მრავალფეროვნება და ინკლუზიური საზოგადოება; გენდერული თანასწორობა; ახალგაზრდული ინიციატივების და სამოქალაქო აქტივიზმის მხარდაჭერა. ორგანიზაცია რეგისტრირებულია სამოქალაქო საზოგადოების პორტალის გამჭვირვალობის ბაზაში. საკუთარ აქტივობებს აქვეყნებს კვარტალური ინტერვალებით - როგორც ბენეფიციარებისთის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, აკადემიური წრეებისთვის და საზოგადოებისთვისაც.

მიმდინარე პერიოდში განხორციელებული პროექტები:

1. მუსლიმი თემის ახალგაზრდობის საჭიროებების, კომუნიკაციისა და ინფორმაციის წყაროების კვლევა - პროექტის მიზანია გამოიკვლიოს საქართველოში მცხოვრები მუსლიმი თემის ახალგაზრდების საჭიროებები და მათთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის წყაროები;

2.მითების დეტექტორი მოქალაქეების ინფორმირებისა და მედია წიგნიერების ხელშეწყობისთვის - პროექტის მიზანია ანტი-დასავლურ პროპაგანდასთან გამკლავება საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედია წიგნიერების ხელშეწყობის გზით;

3.“მითების დეტექტორის” ლაბორატორია მედიაწიგნიერებისთვის - პროექტის მიზანია დეზინფორმაციის გამოწვევებს მედია წიგნიერებისა და მედია პროდუქციის წარმოების გზით უპასუხოს

4.კრემლის გავლენის ინდექსი - პროექტის მიზანია, საქართველოში, უკრაინაში, ჩეხეთსა და უნგრეთში რუსეთის ფედერაციის ინფორმაციული დაპოლიტიკური გავლენის გაზომვა, კრემლის დეზინფორმაციულ კამპანიასთან ეფექტურადგამკლავების მიზნით

5. ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა (PITA) - პროგრამა მოიცავს სხვადასხვა ღონისძიებას ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდასაჭერად საქართველოში.

6. ელექტრონული სერვისებისა და ახალი მედიის შესაძლებლობები - რეგიონული მედიაში საგამოძიებო ჟურნალისტიკის განვითარებისთვის - პროექტის მიზანია რეგიონული მედიისთვის თანამედროვე ელექტრონული სერვისების მოხმარების უნარების გაძლიერების, ტრენინგის, კონსულტაციისა და მედია-კონკურსის ჩატარების გზით საგამოძიებო ჟურნალისტიკის განვითარების ხელშეწყობა.

ბმულები
volunteering
cso
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუსისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებგვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. თბილისი, ალექსიძის 12

ტელეფონი: 0322 470042

მობილური: +995341258822

ელ.ფოსტა: csrclubgeorgia@gmail.com