Nexia TA


ორგანიზაცია: Nexia TA
საქმიანობის სფერო: აუდიტორული კომპანია
მფლობელობა / ზომა: მცირე (50-მდე თანამშრომელი; წლიური ბრუნვა: 12 მილიონზე ლარზე ნაკლები)
დაარსების წელი: 2014
საკონტაქტო პირი: ნათია მარგველაშვილი - 591 088 194
ვებ-გვერდები: https://www.facebook.com/NexiaGeo/ https://twitter.com/nexia_ta https://www.linkedin.com/company/nexia-ta-georgia/ www.nexia.ge

Nexia International არის დამოუკიდებელი ქსელი, რომელიც ინდუსტრიებს საბუღალტრო და საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს; ამ მიმართულებით, ის მსოფლიოს საუკეთესო კომპანიების 10-ეულშია. ორგანიზაცია 1971 წელს ამერიკაში დაარსდა; ამჯერად Nexia-ს ქსელი 100-ზე მეტ ქვეყანაში 580 ოფისს აერთიანებს.

Nexia International-ის ნებისმიერი წევრი მომხმარებელს შემდეგ ასპექტებს სთავაზობს:

1. გლობალურ რესურსებზე დაფუძნებული პროფესიული გამოცდილება საგადასახადო და საკონსულტაციო მომსახურებისთვის;

2. ლოკალური რეგულაციების საფუძვლიანი ცოდნა;

3. მომსახურების მაღალი სერვისი, რომელიც დაფუძნებულია ძლიერ, ხანგრძლივ, პროფესიულ ურთიერთობებზე.

საქართველო, Nexia TA-ს სახით, Nexia International-ის წევრ ქვეყნებს 2014 წლის მაისში შეუერთდა და ოფიციალური წარმომადგენლის სტატუსი მიენიჭა.

აუდიტორული კომპანია ნექსია თიეი მაქსიმალურად მოტივირებულია ხელი შეუწყოს სიღარიბის დაძლევას და ამისათვის ანხორციელებს სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტებს, კომპანია ჩართულია საქველმოქმედო მარათონებშიც. ასევე დანერგილი აქვს შრომითი სტანდარტები და ზრუნავს, რომ უზრუნველყოს პროდუქტიული დასაქმება და ღირსეული სამუშაო ყველა თანამშრომლისათვის.

ნექსია თიეი აქტიურად არის ჩართული ასევე ტრიპექსის პროექტში და ზრუნავს გარემოს გამწვანებაზე.

 

ბმულები
volunteering
cso
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუსისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებგვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. თბილისი, ალექსიძის 12

ტელეფონი: 0322 470042

მობილური: +995341258822

ელ.ფოსტა: csrclubgeorgia@gmail.com