პალიტრა მედია ჰოლდინგი


ორგანიზაცია: პალიტრა მედია ჰოლდინგი
საქმიანობის სფერო: მედია, განათლება , გამომცემლობა, წარმოება, ელ-კომერცია, წიგნების მაღაზიათა ქსელი
მფლობელობა / ზომა: კერძო საწარმო / მსხვილი
დაარსების წელი: 1995
საკონტაქტო პირი: ანანო თავხელიძე - საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი (ტელ:558 598 598; ელ-ფოსტა:, Tavkhelidzeanano@gmail.com)
ვებ-გვერდები: www.palitra.ge, fb-palitra.Jobs

ინფორმაცია ორგანიზაციის კორპორაციული პასუხისმგებლობის შესახებ:

       2017 წელს „პალიტრა მედია „ შეუერთდა კამპანიას #აღადგინე, პროექტი მიზნად ისახავს ბორჯომის ტყის სრულად აღდგენას. კომპანიის თანამშრომლებმა დარგეს ხეები ბორჯომისა და ლისის ტერიტორიებზე. მედიასახლში გაერთიანებული გამომცემლობა “პალიტრა L” -ი აქტიურად უჭერს მხარს და ამარაგებს წიგნებით სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციას, მათ შორის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებს, სასჯელაღსრულების დაწესებულებებს, სკოლებსა და უნივერსიტეტებს, აწესებს ჯილდოებს სასწავლო ოლიმპიადების გამარჯვებულებისთვის, წარჩინებული სტუდენტებისთვის, ინტელექტ კლუბისთვის ”რა? სად? როდის?” და სხვ.

ადამიანის უფლებები: "პალიტრა მედია ჰოლდინგი" შესაბამისობაშია გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებთან ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ. ორგანიზაციაში დანერგილია შრომითი და უსაფრთხოების სტანდარტები, არსებობს დირსკრიმინაციის აკრძალვის ბერკეტები და თანაბარი ღირებულების შრომა ანაზღაურდება თანაბრად. თანამშრომლებისთვის პერიოდულად ტარდება ლექციები და საინფორმაციო შეხვედრები შრომით უფლებების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად. კონტრაქტორი/პარტნიორი ორგანიზაციები ირჩევა იმის მიხედვით თუ რამდენად სცემენ პატივს ადამიანის უფლებებს, თუმცა ეს არაა გაწერილი შიდა პროცედურაში.

გამჭვირვალობა: კომპანია კვარტალური ინტერვალებით ავრცელებს საკუთარი CSR აქტივობების შესახებ ინფორმაციას დაინტერესებულ მხარეებთან,  ანგარიშგება ქვეყნდება როგორც სოციალურ მედიაში, ასევე შუქდება მასობრივი მედიის საშუალებებითაც.

გარემოს დაცვა: პერიოდულად ფასდება ორგანიზაციის ზეგავლენა გარემოზე და მუშავდება უარყოფითი ზემოქმედების შემცირების გეგმა, ორგანიზაცია მონაწილეობს გარემოს დაცვით აქციებში და ხელს უწყობს მეორადი ქაღალდის გამოყენებას

ბმულები
volunteering
cso
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუსისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებგვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. თბილისი, ალექსიძის 12

ტელეფონი: 0322 470042

მობილური: +995341258822

ელ.ფოსტა: csrclubgeorgia@gmail.com