პირველი ნაბიჯი საქართველო

"კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა მრავალწახნაგოვანია, რომელსაც გააჩნია მრავალმხრივი ეფექტი როგორც ორგანიზაციის იმიჯზე და წარმატებაზე ასევე საზოგადოების კეთილდღეობასა და წინსვლაზე. CSR განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განვითარებადი ქვეყნებისთვის, სადაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით საჭიროებებს საზოგადოებაში, რომელთა მოგვარებაც ვერ ხერხდება სხვა გზებით, ამიტომ საჭიროა საკუთარი წილი პასუხისმგებლობა აიღონ ორგანიზაციებმა, რომლებიც ამ საზოგადოების ნაწილს წარმოადგენენ და ხელი შეუწყონ იმ სიცარიელეების შევსებას ქვეყანაში, რომლებიც ასე მრავლად არსებობს. სოციალური პასუხისმგებლობა წარმოადგენს კომპანიის მუდმივ პასუხისმგებლობას გარემოზე, უკეთესი სამუშაო ადგილების შექმნაზე, საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებაზე და იმის გაცნობიერებას ეფუძნება, რომ კომპანიის იმიჯი დამოკიდებულია არა მხოლოდ პროდუქციის ფასსა და ხარისხზე, არამედ იმაზეც, თუ როგორ ურთიერთქმედებს კომპანია თავის თანამშრომლებთან, საზოგადოებასთან და გარემოსთან.  ჩვენი ორგანიზაციის სლოგანია - ნაბიჯი გამარჯვებისკენ განმარტება: ”The journey of a thousand miles begins with one step” – ჩვენ გვჯერა, რომ პატარ- პატარა, მცირე გამარჯვებებსაც შეუძლია სამყარო შეცვალოს უკეთესობისკენ და ერთი შეხედვით, ვიღაცისთვის მცირე წინსვლა, შესაძლოა სხვისთვის დიდი გამარჯვების ტოლფასი იყოს. ამიტომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ რათა ყოველდღიურად გადავდგათ თუნდაც ერთი პატარა ნაბიჯი სწორი მიმართულებით, საბოლოო მიზნის მისაღწევად."


ორგანიზაცია: პირველი ნაბიჯი საქართველო
საქმიანობის სფერო: განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებზე ზრუნვა
მფლობელობა / ზომა: არასამთავრობო/საშუალო
დაარსების წელი: 1998
საკონტაქტო პირი: გუჩი თავხელიძე(ტელ:599 26 55 88; ელ-ფოსტა gtavkhelidzefirststep.ge)
ვებ-გვერდები: www.firststep.ge, www.facebook.com/firststepgeorgia,

ინფორმაცია ორგანიზაციის კორპორაციული პასუხისმგებლობის შესახებ

    არასამთავრობო ორგანიზაცია პირველი ნაბიჯი ჩართულია ბავშვთან და მოზარდთან დაკავშირებულ CSR პროექტებში მთელი საქართველოს მასშტაბით. მიმდინარე პერიოდში აქტივობები მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: იძულებით გადაადგილებულ შშმ ბავშვთა და მოზარდთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მათი სოციალური ინტეგრაცია შიდა ქართლის რეგიონში, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი შშმ ბავშვთა და მოზარდთა სოციალური ინკლუზიისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა მარნეულში, ქვემო-ქართლის რეგიონში, თანამედროვე ინტერვენციის დანერგვა საქართველოში ASD- ის მქონე ბავშვების და მათი ოჯახებისთვის და ა.შ.

განხორციელებული აქტივობების გამჭვირვალობის მიზნით ინფორმაცია განთავსებულია როგორც ორგანიზაციის ვებ გვერდზე, ასევე ვრცელდება სოციალური მედიის საშუალებით და ეწყობა სპეციალური საანგარიშო შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთანაც.

ბმულები
volunteering
cso
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუსისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებგვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. თბილისი, ალექსიძის 12

ტელეფონი: 0322 470042

მობილური: +995341258822

ელ.ფოსტა: csrclubgeorgia@gmail.com