საქართველოს ბანკი

ინფორმაცია ორგანიზაციის კორპორაციული პასუხისმგებლობის შესახებ:
ადამიანის უფლებები: საქართველოს ბანკი შესაბამისობაშია გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებთან ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ. ბანკში დანერგილია შრომის უსაფრთხოების სტანდარტები, მიღებულია ზომები დისკრიმინაციის ასაკრძალად და თანაბარი ღირებულების შრომის თანაბარად ასანაზღაურებლად. თანამშრომლებზე გათვალისწინებულია ჯანმრთელობის დაზღვევა და შეღავათები, პერიოდულად ტარდება კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგიც. საქართველოს ბანკი დაინტერესებულია თანამშრომლების სწავლის დაფინანსებითაც და საამისოდ დააფუძნა "ჩივნინგის" სტიპენდიის პროგრამა.
გამჭვირვალობა: კომპანიის საქმიანობის ფინანსური და შინაარსობრივი ანგარიშგების საკითხი შუქდება წლიური ინტერვალებით. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირის და ორგანიზაციისთვის, საამისოდ გამოიყენება როგორც კომპანიის ვებ-გვერდი, ასევე მედია საშუალებები და პერიოდული გამოცემები.
გარემოს დაცვა:საქართველოს ბანკი აქტიურად მუშაობს გარემოს გაუმჯობესების საკითხებზე, მხარს უჭერს მასზე ზრუნვის პასუხისმგებლობის დანერგვასა და, ამ თვალსაზრისით, საზოგადოებრივი ინფორმირებულობის ამაღლებას. ამ მიზნით განხორციელდა - „მწვანე ტომარა" აღნიშნული პროექტი ბანკის თანამშრომლებს შესაძლებლობას აძლევს უკვე გამოუსადეგარი ფურცლები კალათებში მოათავსონ და ამით მათ გადამუშავებას შეუწყონ ხელი. აღნიშნული აქტივობა დამატებით ხის მოჭრასა და ზედმეტი ქაღალდის დამზადების აუცილებლობას გამორიცხავს, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება გარემოზე.
CSR ბიუჯეტი: 2.5 – 5 მილიონი