სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრი

"საქართველოში სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება მრავალ დადებით შედეგს მოიტანს, კერძოდ, კი ხელს შეუწყობს:
* ცალკეული სოციალური თუ ეკოლოგიური პრობლემების ეფექტურ მოგვარებას ამ პრობლემების გადაწყვეტაში ბიზნესის ჩართვის გზით;
* საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებასა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას;
* ქართული კომპანიების ჩართვას მულტინაციონალურ მოწოდების ჯაჭვებში;
* ქვეყნის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის ზრდას;
* ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაში გათვალისწინებული მოთხოვნების უფრო
ეფექტურ შესრულებას."
ინფორმაცია ორგანიზაციის ორპორაციული პასუხისმგებლობის შესახებ:
სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის მისიაა სამოქალაქო საზოგადოების აღმშენებლობა მთავრობასა და საზოგადოებას შორის ორმხრივი დიალოგის ხელშეწყობის გზით. საამისოდ ორგანიზაციას დანერგილი აქვს საერთაშორისო სტანდარტები - დარეგისტრირებულია გაეროს გლობალური შეთანხმების წევრად, პოპულარიზაციას უწევს ISO 26000 სტანდარტს და ახალისებს გლობალური ანგარიშგების ინიციატივას და სხვა ანგარიშგების სტანდარტებს. მსგავსი ინფორმაციის გასავრცელებლად გამოიყენება ტრენინგები და სემინარები კომპანიებისათვის; პუბლიკაციები; დაინტერესებულ მხარეთა ფორუმები და კონფერენციები.
გამჭვირვალობა: CSRDG ყოველწლიურად აქვეყნებს საქმიანობის ანგარიშს და რეგულარულად ახორციელებს აქტივობების კომუნიკაციას დაინტერესებულ მხარეებთან მრავალი საინფორმაციო საშუალების დახმარებით. ანგარიში ხელმისაწვდომია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე და საჭიროების შემთხვევაში დაინტერესებულ მხარეებთან ეწყობა შეხვედრები.
ბოლო პერიოდში განხორციელებული აქტივობები:
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა;
ტრადიციული რეწვა საქართველოში-პლატფორმა სექტორის ეკონომიკური განვითარებისათვის;
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ზეგავლენა ქართველ მომხმარებლებზე და მათი ცნობიერების ამაღლება;
საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება სოციალური სერვისების პოლიტიკის დიალოგში წვლილის შეტანისთვის საქართველოსა და უკრაინაში;
სოციალური მეწარმეობა - ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის;
მოქალაქეები ღია და ეფექტური ადგილობრივი მმართველობისთვის;
სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში;
ეკო ცნობიერების ამაღლება საქართველოს ახალგაზრდებში ნარჩენებისაგან თავისუფალი საქართველოსათვის;
ფისკალური დეცენტრალიზაციის ხელშეწყობა როგორც ხელისუფლების გადანაწილებისა და რეალური თვითმმართველობის შემოღების ინსტრუმენტისა.