მაკრო ტურიზმი


ორგანიზაცია: მაკრო ტურიზმი
საქმიანობის სფერო: ტურიზმი
მფლობელობა / ზომა: კერძო საწარმო / საშუალო
დაარსების წელი: 2015
საკონტაქტო პირი: თამუნა ჩხიკვაძე - CSR მენეჯერი (ტელ: 593 00 30 34; ელ-ფოსტა: h9417-am@accor.com)
ვებ-გვერდები: https://www.facebook.com/MercureTbilisi/ ; https://www.facebook.com/ibisstylestbilisicenter/

ინფორმაცია ორგანიზაციის კორპორაციული პასუხისმგებლობის შესახებ:

"მაკრო ტურიზმი" მისდევს Accorhotels-ის ეთიკის და კორპორაციული პასუხისმგებლობის ჩარტერის საერთაშორისო სტანდარტს.  ორგანიზაცია აქტიურადაა ჩარტული ბავშვთა სექს ტურიზმთან ბრძოლაშიც, რისთვისაც სპეციალური მითითებებია გაცემული.

ადამიანის და შრომითი უფლებები: ორგანიზაციაში დანერგილია შრომის უსაფრთხოების სტანდარტები, თანამშრომლებს აქვთ საშუალება გამოხატონ თავიანთი უკმაყოფილება/კმაყოფილება ანონიმურად რაც შემდგომ გათვალისწინებული იქნება მენეჯმენტის მიერ. მენეჯმენტი აქტიურად არის ჩართული სტაფის სამუშაო პირობების გაუმჯობესებაში იქნება ეს მორალური თუ ფინანსური წახალისება. პერიოდულად ტარდება ტრენინგები თანამშრომლებისთვის ცნობიერების ასამაღლებლად მათი უფლებების შესახებაც. თანამშრომლებისთვის გათვალისწინებულია უფასო სამედიცინო შემოწმება წელწიადში ორჯერ.

გარემოს დაცვა:სასტუმრო ღებულობს მონაწილეობას სხვადასხვა ტიპის პროექტებში გარემოს დაცვის მიმართულებით. მათ შორისაა "პლანეტა 21," რომლის ფარგლებშიც ყურადღება მახვილდება ხეების დარგვაზე, ნაკლები ქაღალდის მოხმარებასა და ეკოლოგიური დაბინძურების შემცირებაზე. კომპანნია ითვალისწინებს საკუთარ ზეგავლენას გრემოზე და მიმდინარეობს პერიოდული მონიტორინგი უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად. 

უარყოფითი ზემოქმედების შემცირება და პერიოდული მონიტორინგი

გამჭვირვალობა: CSR აქტივობების კომუნიკაცია დაინტერესებულ მხარეებთან ხდება კვარტალური ინტერვალებით, შიდა საორგანიზაციო და ფინანსური ინფორმაცია იგზავნება სათაო ოფისში  აქტივობების  შესახებ ინფორმაციზე წვდომა აქვს როგორც თანამშრომელს ისე მომხმარებელსაც.

კორუფციასთან ბრძოლა:  კომპანია რეკომენდაციას უწევს და ეხმარება საკუთარ კონტრაქტორებს/პარტნიორებს, რომ ასევე აღიარონ და პატივი სცენ ადამიანის უფლებების საყოველთაოდ აღიარებულ სტანდარტებს. ასევე სასტიკად იკრძალება ნებისმეირი სახის სუვენირის ან ფულადი ქრთამის აღება.

ბმულები
volunteering
cso
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუსისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებგვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. თბილისი, ალექსიძის 12

ტელეფონი: 0322 470042

მობილური: +995341258822

ელ.ფოსტა: csrclubgeorgia@gmail.com