სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)

"სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური უფლებების პოპულარიზაციას, დაცვასა და განხორციელებას, როგორც სერვისების პირდაპირი მიწოდებით, ასევე - პრობლემათა გადაწყვეტით დაინტერესებული ჯგუფების შესაძლებლობებისა და კავშირების განვითარებით."
ინფორმაცია ორგანიზაციის კორპორაციული პასუხისმგებლობის შესახებ:
„სიდა“ კოორდინაციას უწევს კორპორატიული მდგრადობის ორ პლაფორმას - CSR კლუბს და UN Global Compact-ის საქართველოს ქსელს, რომლის მეშვეობითაც ახორციელებს მრავალმხრივი პროფილის აქტივობებს და თემატურ პროექტებს პასუხისმგებლიანი ქცევის ცნობიერების ამაღლების მიზნით, მართავს დისკუსიებს, საჯარო ლექციებს, ხელს უწყობს ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობას.თანამშრომლობს სახელმწიფოსთან - ადამიანის უფლებების წასახალისებლად და მის პოლიტიკის დონეზე დასანერგად.
ბოლო წლების განმავლობაში, აქტივობაში ჩაშვებულია რამდენიმე გრძელვადიანი პროექტი. მათ შორისაა - სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის (ACCESS) პროექტი. აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის და USAID-ის დაფინანსებით წამოწყებული პროექტი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების გასაძლიერებლად. DVV International თანამშრომლობით საფუძველი დაედო მართლმსაჯულების სექტორში ტრეინინგების და დასაქმების ინიცირების პროგრამას. ასევე ევროკავშირის დონორობით ხორციელდება პროექტი ქვემო ქართლსა და კახეთში მცხოვრები ეკომიგრანტების სოციალურ-ეკონომიკური შესაძლებლობის ზრდის უზრუნველსაყოფად ...
გამჭვირვალობა: „სიდას“ აქტივობების კომუნიკაცია ხდება კვარტალური ინტერვალებით, ინფორმაცია მიეწოდება როგორც კომპანიებს და სახელმწიფო ინსტიტუტებს, ასევე ვრცელდება საზოგადოებისთვის მასობრივი მედიის და ინტერნეტის საშუალებით. „სიდა“ დარეგისტრირებულია სამოქალაქო საზოგადოების პორტალის გამჭვირვალობის ბაზაშიც.