სილქნეთი

"კომუნიკაცია შეუზღუდავია! - ქველმოქმედების გარდა, მხარი დაუჭიროთ სოციალურ ღონისძიებებსა და პროექტებს!"
ინფორმაცია ორგანიზაციის კორპორატიული პასუხისმგებლობის შესახებ:
„სილქნეთი“ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს ახალგაზრდების განათლების კუთხით და საამისოდ შექმნილი აქვს „საშინაო სკოლა“ - უფასო სერვისი, რომელიც სასკოლო განათლების საშუალებას იძლევა როგორც SilkTV-ის, ასევე ვებ-გვერდის მსეშვეობითაც. „სილქნეთის“ მხარდაჭერით განახლდა ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა, აღიჭურვა ციფრული წიგნის გამოყენებისა და გავრცელების აუცილებელი მოწყობილობებით. კომპანია ყოველწლიურად იღებს მონაწილეობს დასაქმების ფორუმში.
„სილქნეთი“ სთავაზობს 50%-იან ფასდაკლებას და უფასო სასაუბრო წუთებს საქართველოს მასშთაბით მცხოვრებ 5’000-მდე განსაკუთრებული საჭიროების მქონე ინდივიდს, მარტოხელა პენსიონრებს, უსინათლო პირებს...
ადამიანის უფლებები: ორგანიზაციაში დანერგილია შესაბამისი შრომის უსაფრთხოების სტანდარტები, სპეციალისტები გადიან საგანგებო მომზადებას ჯანდაცვის და შრომის უსაფრთხოების კუთხით სანამ სეუდგებიან მუშაობას. ყველა თანამშრომელი სარგებლობს სადაზღვევო კომპანიის მომსახურებით - ინდივიდუალური თუ საოჯახო პაკეტებით მათთვის ხელმისაწვდომია სამედიცინო სერვისი.
CSR ბიუჯეტი:50-100 ათას ლარამდე