სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი


ორგანიზაცია: სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი
საქმიანობის სფერო: ნავთობ ინდუსტრია
მფლობელობა / ზომა: მსხვილი (250 ან მეტი თანამშრომელი; წლიური ბრუნვა: 60 მილიონ ლარზე მეტი)
დაარსების წელი: 2006
საკონტაქტო პირი: თამარ ანთიძე, 599518755, t.antidze@socar.ge - მარკეტინგის მენეჯერი
ვებ-გვერდები: www.sgp.ge; facebook - socar georgia petroleum

სოკარი მულტინაციონალური კომპანიაა, რომელიც 6 ქვეყანაში ფუნქციონირებს.

სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი ქართულ ბაზარზე 2006 წელს შემოვიდა. პირველი ავტოგასამართი სადგური 2008 წლის 25 აპრილს გაიხსნა.  სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი მზარდი კომპანიაა, რომელშიც 1500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. სოკარის ავტოგასამართ სადგურთა ქსელში აღსანიშნავია ისეთი თანამედროვე და გამორჩეული ობიექტები, როგორიცაა ურბნისის მრავალფუნქციური კომპლექსი, თბილისის შემოვლით გზაზე არსებული მრავალფუნქციური კომპლექსი და სოკარისა და მაკდონალდსის ერთობლივი პროექტი ბათუმში.

საქართველოს ყველა რეგიონში კომპანია მომხმარებელს სთავაზობს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ ავტოგასამართ სადგურებს, მომსახურების მაღალ სტანდარტს და უმაღლესი ხარისხის ევროპულ საწვავს. ყველა ტიპის ბენზინი და დიზელი, გარდა ნანო დიზელისა, იმპორტირებულია ევროპიდან და სრულად აკმაყოფილებს ევრო-5 სტანდარტს. ნანო დიზელი შემოდის აზერბაიჯანიდან და შეესაბამება ევრო-3/ევრო-4 სტანდარტს.

კომპანიის მთავარი ღირებულებებია:

  • ხარისხი;
  • ერთიანობა;
  • ინოვაცია;
  • ზრუნვა ადამინებსა და გარემოზე.


კომპანია სოციალურად აქტიურია და მრავალ საქველმოქმედო საქმიანობაშია ჩართული, მხარს უჭერს ქართულ სპორტს, კულტურულ ღონისძიებებსა და სხვა საინტერესო აქტივობებს.

სოკარი ახალისებს ელექტრომობილების გამოყენებას. სოკარი იყო პირველი ქსელი, რომელმაც ელექტროდამტენი დააყენა საკუთარ სადგურზე. დღეს სოკარის ქსელის მეშვეობით შესაძლებელია ელექტრომობილით ბათუმიდან კახეთამდე მგზავრობა.

გარდა ამისა, ყოველწლიურად ამცირებენ გოგირდს შემცველობას აზერბაიჯანიდან იმპორტირებულ დიზელზე. ბენზინი კი ევრო 5 სტანდარტია, რომელიც ერთ-ერთ პუნქტად CO2-ის გარემოსდაცვით ნორმებთან თანხვედრას გულისხმობს.

ბმულები
volunteering
cso
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუსისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებგვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. თბილისი, ალექსიძის 12

ტელეფონი: 0322 470042

მობილური: +995341258822

ელ.ფოსტა: csrclubgeorgia@gmail.com