საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო


ორგანიზაცია: საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
საქმიანობის სფერო: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა; მედია; არჩევნები; მართლმსაჯულება
მფლობელობა / ზომა: არასამთავრობო / მცირე
დაარსების წელი: 1998
საკონტაქტო პირი: თიკა ბეშკენაძე (ტელ: 557 93 93 94; ელ-ფოსტა: tika.beshkenadze@transparency.ge)
ვებ-გვერდები: https://twitter.com/tigeorgiaeng?lang=en http://www.transparency.ge/ https://www.facebook.com/tigeorgia/

 ინფორმაცია ორგანიზაციის კორპორაციული პასუხისმგებლობის შესახებ:

     საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო მრავალი წლის მანძილზე ცდილობს სახელმწიფო სტრუქტურებთან და კომპანიებთან თანამშრომლობით ხელი შეუწყოს ადამიანთა უფლებების დაცვას, წამოიწყოს ინიციატივები კორუფციის წინააღმდეგ და გაწიოს კონსულტაციები შესაბამის საკითხებთან მიმართებაში. ორგანიზაცია გაეროს გლობალური შეთანხმების წევრია და ახალისებს შეთანხმების 10 პრინციპს. აქტივობების ანგარიში ხელმისაწვდომია მათ ვებ-გვერდზე, კომუნიკაცია მყარდება როგორც ბენეფიციარებთან, ასევე დაინტერესებულ პირებთან მასობრივი მედიის საშუალებით.

ბოლო პერიოდში განხორციელებული პროექტები:

სამოქალაქო მოძრაობა ანტი-დასავლური კამპანიის წინააღმდეგ - პროექტის მიზანია ანტი- დასავლური დეზინფორმაციის გავრცელების შეფერხება და საქართველოს ევროპული და ავრო-ატლანტიკური მისწრაფების გაცხადება. პროექტი მიზნად ისახავს 6 სამიზნე რეგიონის მოსახლეობაში ასოცირების შეთანხმების, ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებისა და ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

უსაფრთხოების სექტორის თანამედროვე სისტემის შექმნის ადვოკატირება - პროექტის მიზანია უსაფრთხოების სექტორის შექმნის ადვოკატირება ანგარიშვალდებული, ადამიანის იფლებების დაცვაზე ორიენტირებული, დაბალანსებული, თანამედროვე უსაფრთხოების სტრუქტურის ფორმირების გზით.

პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისა და საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მონიტორინგი- პროექტი მიზნად ისახავს 2016 წლის საპარლამენტო, 2017 წლის ადგილობრივი და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სამართლიანი და კონკურენტული გარემოს ხელშეწყობას. ამ მიზნის მისაღწევად პროექტით განხორციელდება პოლიტიკურ პარტიების დაფინანსებისა და საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მონიტორინგი.

განვითარებული დემოკრატია და საზოგადოება- პლურალისტური და დემოკრატიული საზოგადოების, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სამართალშემოქმედების განვითარება, სასამართლო ზედამხედველობის გაუმჯობესება, მოქალაქეთა ჩართულობა დემოკრატიულ პროცესებში. ჩამოთვლილი მიზნები მიიღწევა ხელისუფლების ყველა შტოსთან, როგორც ცენტრალურ ასევე ადგილობრივ დონეზე მუშაობის, მედია და სამოქალაქო ორგანიზაციებთან პარტნიორობის და ეფექტური ადვოკატირების შედეგად.

ბმულები
volunteering
cso
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუსისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებგვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. თბილისი, ალექსიძის 12

ტელეფონი: 0322 470042

მობილური: +995341258822

ელ.ფოსტა: csrclubgeorgia@gmail.com