უნიქარდი

ინფორმაცია ორგანიზაციის კორპორაციული პასუხისმგებლობის შესახებ:
უნიქარდის ბოლო წლების აქტიურობის შედეგად დასაბამი დაედო პროექტს „ბავშვთა წერილები“, რომლის ფარგლებში სოციალურად დაუცველ ბავშვებს გადაეცათ მათ წერილებში ასახული საოცნებო ნივთები. ამას გარდა, ორგანიზაცია „გენი ქართულთან“ თანამშრომლობით შეიქმნა ახალი ტიპის ბარათი, სპეციალურად მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, რომლის საშუალებითაც ასეთი ტიპის ოჯახები განსაკუთრებული ფასდაკლებებით სარგებლობენ უნიქარდის სხვადასხვა პარტნიორებისგან.
უნიქარდის საკუთარ CSR აქტივობების კომუნიკაციას დაინტერესებულ მხარეებთან კვარტალურად ახდენს, ხოლო ინფორმაცია ვრცელდება როგორც თანამშრომლებისთვის და მომხმარებლებისთვის ასევე ინტერნეტ აუდიტორიისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვისაც მასობრივი მედიის საშუალებით. ორგანიზაციას გაწერილი აქვს შინაგანაწესი, რომელშიც გათვალისწინებულია ჯანდაცვის და შრომის უსაფრთხოების სტანდარტები და თანაბარი ღირებულების შრომის თანაბარი ანაზღაურება.