World Vision Georgia

"კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დანერგვას მოაქვს მნიშვნელოვანი და გრძელვადიან სარგებელი, როგორც ქვეყნის და საზოგადოებისათვის, ასევე თავად ბიზნეს კომპანიებისათვის. ჩვენ მივესალმებით ბიზნეს სექტორის აქტიურობას საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების საჭიროებების დაკმაყოფილებაში."


ორგანიზაცია: World Vision Georgia
საქმიანობის სფერო: არასამთავრობო
მფლობელობა / ზომა: არასამთავრობო / საშუალო
დაარსების წელი: 1996
საკონტაქტო პირი: მედეა კევლიშვილი, მარკეტინგის კონსულტანტი, 577979950, medea_kevlishvili@wvi.org
ვებ-გვერდები: wvi.org/georgia, https://www.facebook.com/WorldVisionGeorgia/

ინფორმაცია ორგანიზაციის კორპორაციული პასუხისმგებლობის შესახებ :

       World Vision Georgia ბოლო წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა მრავალი პროფილის სოციალურ პროექტს. აქტივობები მოიცავდა ისეთ საკითხებს როგორიცაა: ბავშვთა განვითარების პროგრამა, ახალგაზრდების გაძლიერების პროგრამა, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების დაცვა და სოციალური დახმარება,  კავშირის დამყარება მოწყვლად ინდივიდებთან და ოჯახებთან, მათი დახმარება...  ორგანიზაცია ყოველწლიურად აცნობს საკუთარ აქტიურობას და პროექტებს დაინტერესებულ პირებს სპეციალური გამოცემების საშუალებით, ინფორმაცია ვრცელდება ვებ-გვერდის დახმარებით და პერიოდულად ტარდება სპეციალური შეხვედრებიც. 

       მდგრადი განვითარების გეგმებიდან ორგანიზაცია მუშაობს ისეთ საკითხებთან როგორიცაა:  შიმშილის აღმოფხვრა, სასურსათო უსაფრთხოებისა და გაუმჯობესებული კვების მიღწევა და მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა,  ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასთვის, ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება...

    

ბმულები
volunteering
cso
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუსისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებგვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. თბილისი, ალექსიძის 12

ტელეფონი: 0322 470042

მობილური: +995341258822

ელ.ფოსტა: csrclubgeorgia@gmail.com