2015 წელს ვითიბი ბანკმა სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით 3 000 000 ლარი გაიღო

30 დეკემბერი 2015

2015 წელს, ვითიბი ბანკმა, კორპორატიული სოციალური პასუხიმგებლობის მიმართულებით, სამი მილიონი ლარი გაიღო, აღნიშნული თანხით მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა გაეწია ქართულ სპორტსა და კულტურას.

ვითიბი ბანკი მორაგბეთა ეროვნული ნაკრების და საქართველოს წყალბურთის ეროვნული ნაკრების, სპორტული ტანვარჯიშის ფედერაციის, საცხენოსნო სპორტის ფედერაციის გენერალური სპონსორია. 2015 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაეწია ფეხბურთისა და რაგბის ბავშვთა გუნდებს, ავტოსპორტს, სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრს და ღონისძიებას. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რაგბის მსოფლიო თასის დროს, ვითიბი ბანკის მიერ საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის გაწეული მხარდაჭერა. ბანკის ინიციატივით საქომაგო კამპანია - #მევარმე16 გაიმართა, რომელშიც მრავალი კომერციული კომპანია, სხვადასხვა სპორტული ფედერაციები, გუნდები, დიპლომატიური კორპუსი  და ათასობით გულშემატკივარი ჩაერთო.

2015 წელს ვითიბი აქტიურად აფინანსებდა კულტურის სფეროში განხორციელებულ პროექტებს, ბანკის გენერალური სპონსორობით სხვადასხვა კონცერტი, თეატრალური ფესტივალი და სპექტაკლი გაიმართა. გაგრძელდა რუსთაველის თეატრის, გრიბოედოვის  და თელავის თეატრების სპონსორობა. ვითიბი ტრადიციულად მხარს უჭერს  საგანმანათლებლო პროექტებს ბავშვებისთვის და სტუდენტებისთვის.

2015 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა საქველმოქმედო პროექტების დაფინანსება. 13 ივნისს მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ვითიბი ბანკმა, პირველ ეტაპზე,  2014 წლის მოგების ერთი პროცენტი - 207 575 ლარი გადარიცხა. ხოლო  მოგვიანებით, აღნიშნული მოვლენების შედეგად მთლიანად განადგურებული ტანვარჯიშის ფედერაციის  შენობის აღდგენითი და სარემონტო სამუშაოები 1 200 000 (ერთი მილიონ ორასი ათასი) ლარით დააფინანსა.

ვითიბი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ კონცელიძემ განაცხადა:

ვითიბი ბანკი უკვე მეათე წელიწადია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოში. ჩვენი საქმიანობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა, რადგან ვთვლით, რომ ბანკის წარმატება უნდა იყოს განპირობებული არა მარტო ფინანსურად მომგებიანი პროექტებით, არამედ საზოგადოების წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებით.  ჩვენ აქტიურად ვაფინანსებთ სპორტს, რადგან  ეს არის  მომავალი ჯანსაღი თაობის საფუძველი, თანმიმდევრულად წლიდან წლამდე ვზრდით დაფინანსებას ამ მიმართულებით. 2015 წელს ვითიბი ბანკმა ჯამურად სამი მილიონი ლარი გაიღო, რადგან მიგვაჩნია, რომ სპორტის, კულტურის, საგანმანათლებლო და საქველმოქმედო პროექტების მხარდაჭერა მნიშვნელოვნად ხელს უწყობს საზოგადოების წინსვლას და განვითარებას. 


კომენტარები

ბმულები
volunteering
cso
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუსისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებგვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. თბილისი, ალექსიძის 12

ტელეფონი: 0322 470042

მობილური: +995341258822

ელ.ფოსტა: csrclubgeorgia@gmail.com