CSR კლუბის სამუშაო შეხვედრა

18 დეკემბერი 2015

19 დეკემბერს ყვარელში, იუსტიციის სასწავლო ცენტრში, გაიმართა სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის (CSR) გასვლითი სამუშაო შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ CSR კლუბის წევრი კომპანიებისა და ორგანიზაციების 20 წარმომადგენელი. შეხვედრის მიზანი იყო CSR კლუბის მომავალი წლის საქმიანობის დაგეგმვა, 2016 წლის სამოქმედო გეგმის გარშემო იდეების გენერირება.
შეხვედრისას კლუბის წევრებმა შეაფასეს კლუბის 2015 წლის საქმიანობა, კერძოდ კი იმსჯელეს კლუბის სიძლიერეებზე, სისუსტეზე, შესაძლებლობებსა და საფრთხეებზე.
შეხვედრისას სამუშაო ჯგუფი შეჯერდა CSR კლუბის 2016 წლის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და კონკრეტულ აქტივობებზე.
მომავალი წლისთვის კლუბის წევრებმა ერთ-ერთ პრიორიტეტად დაისახეს საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა. კერძოდ, დაგეგმილია: კვლევის ჩატარება საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ, კონფერენციის ორგანიზება აღნიშულ თემაზე, ცნობიერების ამაღლების კამპანიის წარმოება და სხვა.
სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული აქტივობები განიხილება CSR კლუბის წვრების გაფართოებულ შეხვედრაზე იანვარში, სადაც ასევე მოხდება CSR კლუბის 2016 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით ,,სიდას" მიერ განხორციელებული აქტივობები მხარდაჭერილია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მიერ.


სურათები

კომენტარები

ბმულები
volunteering
cso
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუსისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებგვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. თბილისი, ალექსიძის 12

ტელეფონი: 0322 470042

მობილური: +995341258822

ელ.ფოსტა: csrclubgeorgia@gmail.com