კატასტროფები და მათი რისკების შემცირება - კლუბის სამუშაო შეხვედრა

26 იანვარი 2018

26 იანვარს კორპორაციული პასუხისმგებლობის კლუბის წევრების სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც კატასტროფების რისკების შემცირების და ამ მიმართულებით კორპორაციული კულტურის დანერგვის უზრუნველყოფის საკითხები განიხილეს. 

ორგანიზაციის ,,ბრიჯ -ინოვაცია და განვითარება" წარმომადგენელმა, ირაკლი სანებლიძემ, კლუბის წევრებს კატასტროფებისა და მათი რისკების შემცირების შესახებ უახლესი ინფორმაცია გააცნო და საქართველოს უახლეს ისტორიაში არსებული გამოწვევები მიმოიხილა.

კლუბის წევრებმა იმსჯელეს თუ რამდენად ითვალისწინებენ საქართველოში მომუშავე ბიზნეს კომპანიები შესაძლო კატასტროფების შედეგად გამოწვეულ საფრთხეს და როგორია არსებული პრაქტიკა ამ მიმართულებით. მათ აღნიშნეს რომ კატასტროფის შედეგად ბიზნეს სექტორი განიცდის დიდ მატერიალურ ზარალს - რადგან ის დამოკიდებულია საზოგადოებაზე, როგორც სამუშაო ძალის, კაპიტალის ან მასალის წყაროზე, ასევე როგორც ბაზარზე, რომელზეც ის ყიდის პროდუქციას ან/და მომსახურებას. შესაბამისად, კატასტროფის შედეგად საფრთხე ექმნება ზოგადად ბიზნესის არსებობასაც. გამომდინარე აქედან, მათი თქმით ბიზნეს სექტორის სასიცოცხლო ინტერესი უნდა იყოს სხვა აქტორებთან ერთად პასუხისმგებლობის გაზიარება კატასტროფების რისკების შემცირების კუთხით.



სურათები

კომენტარები

ბმულები
volunteering
cso
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუსისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებგვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. თბილისი, ალექსიძის 12

ტელეფონი: 0322 470042

მობილური: +995551 125051

ელ.ფოსტა: csrclubgeorgia@gmail.com