კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

03 მაისი 2019

2 მაისს, გაიმართა კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს ყოველწლიურ კონკურსში გამარჯვებული კომპანიების დაჯილდოება.

კორპორაციული პასუხისმგებლობის კლუბისა და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით ჯილდოს კონკურსი უკვე მეორედ ჩატარდა საქართველოში. ჯილდო მიზნად ისახავს, ქვეყანაში კორპორაციული პასუხისმგებლობის პოპულარიზაციას და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში ბიზნესის ჩართულობის წახალისებას.

ხარისხიანი განათლება; გენდერული თანასწორობა; ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა; მდგრადი ქალაქები და დასახლებები; პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის – ეს ის კატეგორიებია, რომლებშიც გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ. აღსანიშნავია, რომ წელს პირველად გამოვლინდა და დაჯილდოვდა SDG პიონერი – 35 წლამდე ასაკის ლიდერი, რომელიც მუშაობს ბიზნეს სექტორში, და თავისი საქმიანობით ხელს უწყობს კომპანიის პასუხისმგებლიან საქმიანობას, და ქვეყნის მდგრად განვითარებას.

ნომინაცია: ხარისხიანი განათლება
გამარჯვებული: საქართველოს ბანკი

ნომინაცია: გენდერული თანასწორობა
გამარჯვებული: ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია ,,კრისტალი"

ნომინაცია: ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა
გამარჯვებული: GPI ჰოლდინგი

ნომინაცია: მდგრადი ქალაქები და დასახლებები
გამარჯვებული: ფოთის პორტი 

ნომინაცია: პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის
გამარჯვებულები: ნატახტარი, ჩვენი სახლი საქართველო

ნომინაცია: SDG პიონერი
გამარჯვებული: მაია ქობალია, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია ,,კრისტალი"

ჯილდოს კონკურსი მიზნად ისახავს, საქართველოში, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაციასა და მისი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვითარების ხელშეწყობას. გამარჯვებულებს ჯილდო საშუალებას მისცემს: მიიღონ აღიარება კოლეგებს შორის, როგორც ლიდერებმა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში; წარმოჩინდნენ, როგორც სანდო და ღირსეული პარტნიორები, მომხმარებელთა, პარტნიორთა და ინვესტორთა წინაშე; წვლილი შეიტანონ საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის სფეროს განვითარებაში, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის (CSR Club) და გაეროს გლობალური შეთანხმების (UN Global Compact) საქართველოს ქსელის ინიციატივით, საქართველოში „კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს” ცერემონია, პირველად 2018 წელს გაიმართა. წარდგენილი 23 პროექტიდან, ადგილობრივი და საერთაშორისო შემფასებლებისგან შემდგარმა ჟიურიმ სხვადასხვა კატეგორიაში სამი გამარჯვებული კომპანია გამოავლინა და დააჯილდოვა. ესენი იყო: ადამიანის უფლებების პატივისცემისკენ მიმართული საუკეთესო პროექტი – გამარჯვებული კომპანია „ფოთის პორტი“, გარემოს დაცვისკენ მიმართული საუკეთესო პროექტი – კომპანია ‘ნატახტარი“ და წარმატებული პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის – კომპანია m2.

კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით აქტივობები მხარდაჭერილია შვედეთის მთავრობის მიერ.


კომენტარები

ბმულები
volunteering
cso
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუსისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებგვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. თბილისი, ალექსიძის 12

ტელეფონი: 0322 470042

მობილური: +995341258822

ელ.ფოსტა: csrclubgeorgia@gmail.com