კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს საკონსულტაციო შეხვედრის შედეგები და ხშირად დასმული კითხვები

18 ოქტომბერი 2017

2017 წლის 17 ოქტომბერს,CSR კლუბის სამდივნომ გამართა საკონსულტაციო შეხვედრა დაინტერესებული კომპანიებისთვის, კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს შესახებ. ჯილდოს კონცეფციის წარდგენის შემდეგ მონაწილეებს ჰქონდათ შეკითხვების დასმისა და ჯილდოს აპლიკაციის შევსებასთან დაკავშირებული ტექნიკური თუ შინაარსობრივი საკითხების დაზუსტების საშუალება. მონაწილეთა კითხვების შესაბამისად დაზუსტდა შემდეგი საკითხები :

1.    შეიძლება თუ არა წარმოადგინოთ პროექტი, რომელშიც რამდენიმე ორგანიზაცია არის ჩართული (ბიზნესი, არასამთავრობო ორგანიზაცია, საჯარო უწყება), როდესაც ხართ წამყვანი ორგანიზაცია პროექტის განხორციელებაში ?

თუ ხართ წამყვანი ორგანიზაცია და კოორდინაციას უწევთ პროექტის განხორციელებას, შეგიძლიათ შემოიტანოთ განცხადება თქვენი კომპანიის სახელით. შეგახსენებთ, რომ საკონკურსო გადაცხადის შემოტანა შეუძლიათ მხოლოდ სამეწარმეო პირებს.

 2.    საკონკურსო კატეგორიაში - « წარმატებული პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის » - არასამთავრობო ორგანიზაციებად ჩაითვლება თუ არა ორგანიზაციები, რომლებსაც აქვთ ა(ა)იპ სტატუსი თუმცა სახელმწიფოს მიერ არიან დაფუძნებული და სრულად ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან?

ჯილდოს მიზნებისთვის, ამგვარი ორგანიზაცია ვერ ჩაითვლება პარტნიორად აღნიშნული კატეგორიის ფარგლებში. თუმცა, შეგიძლიათ პროექტი წარმოადგინოთ სხვა კატეგორიაში, თუ ის თემატურად შეესაბამება მათ (« ადამიანის უფლებების პატივისცემისკენ მიმართული საუკეთესო პროექტი », « გარემოს დაცვისკენ მიმართული საუკეთესო პროექტი »)

 3.    ცნობილია თუ არა ჟიურის შემადგენლობა?

იდენტიფიცირებულია, ორგანიზაციები/ უწყებები, რომელთა წარმომადგენლებიც შეაფასებენ პროექტებს. ჯიურის შემადგენლობაში შევლენ საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნეს ასოციაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები. ჯიურის შემადგენლობა საჯაროდ გამოქვეყნდება ნოემბრის დასაწყისში.

 4. რა ენაზე უნდა შემოიტანოთ განაცხადი?

კონკურსანტები აპლიკაციას ავსებენ ქართულ ენაზე. პირველადი გადარჩევის(ფორმალური მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა) შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, კონკურსის ორგანიზატორებმა შესაძლოა სთხოვონ  შერჩეულ კანდიდატებს აპლიკაციის ინგლისურ ენაზე წარმოდგენა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჟიურის წევრი საერთაშორისო ექსპერტების ეფექტური მონაწილეობა.

5. შეგიძლიათ თუ არა წარმოადგინოთ პროექტი, რომელიც სახელმწიფოსთან თანამშრომლობით განხორციელდა/ხორციელდება ?

ამგვარი პროექტის წარმოადგენა შეგიძლიათ. მისი წარმოდგენა შესაძლებელია შესაბამის თემატურ კატეგორიაში (« ადამიანის უფლებების პატივისცემისკენ მიმართული საუკეთესო პროექტი », « გარემოს დაცვისკენ მიმართული საუკეთესო პროექტი ») და არა კატეგორიაში - « წარმატებული პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის ».

 6. რა საბუთები იგულისხმება აპლიკაციის დანართებში?

სასურველია, აპლიკაციას თან დაურთოთ, კომპანიის კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სხვა დოკუმენტი, რომელიც კორპორაციული პასუხისმგებლობის კონკრეტულ მიმართულებას ეხება; კომპანიის სამოქმედო გეგმა, რომელიც კორპორაციული პასუხისმგებლობის კონტრეტულ მიმართულებას ეხება (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ასევე, ანგარიშები, ბეჭდური მასალა, ფოტო/ვიდეო მასალა, ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც გაამყარებს თქვენ მიერ მოყვანილ ფაქტებს.

შეგახსენებთ, რომ  ჯილდოს შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად ყურადღებით უნდა გაეცნოთ ჯილდოს კონფეციას, განსაკუთრებით, შეფასების კრიტერიუმებისა და შეფასების სახელმძღვანელოს ნაწილს.

 

 

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის აქტივობები კორპორაციული პასუხისმგებლობის წახალისების მიმართულებით, მხარდაჭერილია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და ევროკავშირის მიერ


კომენტარები

ბმულები
volunteering
cso
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუსისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებგვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. თბილისი, ალექსიძის 12

ტელეფონი: 0322 470042

მობილური: +995551 125051

ელ.ფოსტა: csrclubgeorgia@gmail.com