საკონსულტაციო შეხვედრა კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს შესახებ

11 ოქტომბერი 2017

17 ოქტომბერს, 16:00 საათზე, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ოფისში (მის: მარჯანიშვილის ქ.5, მე-2 სართული), CSR კლუბის სამდივნო გამართავს საკონსულტაციო შეხვედრას დაინტერესებული კომპანიებისთვის, კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს შესახებ.

სამდივნო წარადგენს ჯილდოს კონცეფციას, შემდეგ კი მონაწილეებს ექნებათ შეკითხვების დასმისა და ჯილდოს აპლიკაციის შევსებასთან დაკავშირებული ტექნიკური თუ შინაარსობრივი საკითხების დაზუსტების საშუალება.

ჯილდოს კონკურსი ტარდება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის (CSR Club) ინიციატივით, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელთან (UN Global Compact Network Georgia) თანამშრომლობით და მიზნად ისახავს, საქართველოში, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაციასა და მხარდაჭერას.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქმიანობენ საქართველოში.

ჯილდო გაიცემა შემდეგ კატეგორიებში:

1) ადამიანის უფლებების პატივისცემისკენ მიმართული საუკეთესო პროექტი;
2) გარემოს დაცვისკენ მიმართული საუკეთესო პროექტი
3) წარმატებული პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის(სამეწარმეო და არასამეწარმეო პარტნიორის მიერ ერთობლივად განხორციელებული პროექტი).

კონკურსი 2 ოქტემბერს გამოცხადდა და განაცხადების მიღების საბოლოო ვადა, 2017 წლის 6 ნოემბერია.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის აქტივობები კორპორაციული პასუხისმგებლობის წახალისების მიმართულებით, მხარდაჭერილია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და ევროკავშირის მიერ.


კომენტარები

ბმულები
volunteering
cso
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუსისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებგვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. თბილისი, ალექსიძის 12

ტელეფონი: 0322 470042

მობილური: +995551 125051

ელ.ფოსტა: csrclubgeorgia@gmail.com