შეხვედრა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან

10 ოქტომბერი 2018

10 ოქტომბერს, CSR კლუბის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან.

შეხვედრა, კლუბის წევრების მიერ გამოკვეთილი საკითხის - მედიაში კორპორაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული აქტივობების გაშუქების პრობლემას და მაუწყებლების მხრიდან მისი სარეკლამო მასალად მიჩნევას ეხებოდა.

დისკუსიაში, კომუნიკაციების ეროვნული კომისია, CSR კლუბის წევრები და მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომლებსაც ისინი აწყდებიან მათ მიერ განხორციელებული სოციალური პასუხისმგებლობის აქტივობების გაშუქებისას.

კომუნიკაციის ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა განმარტა, ახალ ამბებსა და სხვა გადაცემებში პროდუქტის ან მომსახურების რეკლამირებასთან, სპონსორობასთან და პროდუქტის განთავსებასთან დაკავშირებული ნორმატიული ჩარჩო და წარმოადგინა კომისიის მიდგომა და დამკვიდრებული პრაქტიკა სარეკლამო გზავნილების შეფასებისას. ასევე, უპასუხა, კლუბის მიერ, კომპანიების გამოცდილებაზე დაყრდნობით მომზადებულ კონკრეტულ შეკითხვებს.


კომენტარები

ბმულები
volunteering
cso
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუსისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებგვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. თბილისი, ალექსიძის 12

ტელეფონი: 0322 470042

მობილური: +995341258822

ელ.ფოსტა: csrclubgeorgia@gmail.com