წამყვანი კომპანიები კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოსთვის იბრძოლებენ

14 დეკემბერი 2017

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის (CSR Club) და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის (UN Global Compact Network Georgia) ინიციატივით საქართველოში პირველად კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს მისაღებად კონკურსი ტარდება.

კონკურსის მიზანი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაცია და მხარდაჭერაა, რაც კომპანიებს საშუალებას მისცემს წარმოჩინდნენ როგორც მდგრადი და პასუხისმგებლიანი ორგანიზაცია, სანდო და ღირსეული პარტნიორი და წვლილი შეიტანონ პასუხისმგებლიანი ბიზნესის განვითარებაში საქართველოში.

CSR ჯილდოს კონკურსში 16 კომპანია მონაწილეობს, რომლებმაც ჯამში 23 აპლიკაცია გამოაგზავნეს. ინიციატივაში მონაწილე კომპანიებიდან გამოვლინდება საუკეთესო შემდეგ კატეგორიებში:

-          ადამიანის უფლებების პატივისცემისკენ  მიმართული საუკეთესო პროექტი;

-           გარემოს დაცვისკენ მიმართული საუკეთესო პროექტი;

-           წარმატებული პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის (ბიზნესისა და არასამეწარმეო პარტნიორის მიერ ერთობლივად განხორციელებული პროექტი).


კონკურში მონაწილეობენ: საქართველოს ბანკი, m2, კრისტალი, BP საქართველო, ვისოლ ჯგუფი, ნოვა ტექნოლოჯი, ჯეოსელი, ჯიპიაი ჰოლდინგი, ჰაიდელბერგცემენტი, დიო, თბილისი მოლი, აჭარა ჯგუფი, ფოთის პორტი, ნატახტარი, ჯივიპი და ბია.

დეკემბრის ბოლოს გამარჯვებულ კომპანიებს გამოავლენს ჟიური, რომელთა შემადგენლობაში არიან:

  • ერიკა კვაპილოვა - გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში (UN Women)
  • ჯორჯ ველტონი - ამერიკის სავაჭრო პალატის აღმასრულებელი დირექტორი (Amcham)
  • თამარ ქაროსანიძე - აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის ACCESS-ის პროექტის ხელმძღვანელი
  • ივონ გოგოლი - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ადამიანი უფლებების პროექტის კოორდინატორი
  • ნატალია ჯალიაშვილი - მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდნივნოს ხელმძღვანელი
  • რუსუდან ტუშური -  გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის - "ადამიანის უფლებები ყველასათვის" ხელმძღვანელი
  • მარსელ ენგელი - გლობალური შეთანხმების გერმანიის ქსელის დირექტორი
  • კამილ ვისზკოვსკი - გლობალური შეთანხმების პოლონეთის ქსელის დირექტორი
  • სოფიკო ახობაძე - კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი
  •  ანა ცინცაძე - ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კომუნიკაციების მენეჯერი
  • ეკა ლომთათიძე - თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი, საკონსტიტუციო სამართალი და ადამიანის უფლებათა სამართალი

 

 

 

დამატებითი ინფორმაცია:


კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) კლუბი 2015 წელს, თბილისში დაარსდა არასამთავრობო ორგანიზაცია სიდას და კომპანია ჯეპრას ინიციატივით. კლუბი ამჟამად 80-მდე კომპანიას და ორგანიზაციას აერთიანებს. მისი მიზანია საქართველოში მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების გზით.

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი 2016 წელს დაარსდა და მისი წევრები კომპანიები, ბიზნეს ასოციაციები, არასამთვრობო ორგანიზაციები, საგანმანათლებლო/აკადამიურ დაწესებულებები არიან. გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის სამდივნოს სიდა წარმოადგენს. ქსელის მისიაა, საქართველოში, გლობალური შეთანხმების ათი პრინიციპის მხადაჭერა, ასევე, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში წვლილის შეტანა.

 

 

 

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით აქტივობები მხარდაჭერილია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და ევროკავშირის მიერ.


სურათები

კომენტარები

ბმულები
volunteering
cso
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუსისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებგვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. თბილისი, ალექსიძის 12

ტელეფონი: 0322 470042

მობილური: +995551 125051

ელ.ფოსტა: csrclubgeorgia@gmail.com